1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

პა პე პი პლ პნ პო პრ პტ პუ
პრა პრე პრი პრო პრუ

პრობლემის მოძიების შეხვედრა

პრობლემები ყველა ორგანიზაციაშია. ის ორგანიზაცია, სადაც არ არის პრობლემა, არ ვითარდება და ცვლილებებს არ განიცდის. სამწუხაროდ, მენეჯერებმა არ იციან ხოლმე, სად არის მათ ორგანიზაციაში/განყოფილებაში პრობლემა. ეს იმიტომ ხდება, რომ თანამშრომლები ხალისით არ საუბრობენ პრობლემების შესახებ. ვინაიდან პრობლემა მენეჯერამდე ვერ აღწევს, მან ცნობიერად უნდა გამოიჩინოს ძალისხმევა მისი მოძიების, აღმოჩენისა და შეცნობისათვის. პრობლემის მოძიების შეხვედრა საშუალებაა ამ მიზნის მისაღწევად. ამ ტიპის შეხვედრაში შესაძლებელია მონაწილეობდეს ყველა ან მხოლოდ ზოგიერთი თანამშრომელი; თავად შეხვედრა კი შეიძლება ყოველ თვეში, ან ორ თვეში ერთხელ იმართებოდეს. პრობლემის მოძიების შეხვედრის მიზანი ძალზე შეზღუდულია: შემოსაზღვრული დროის განმავლობაში რაც შეიძლება მეტი პრობლემა უნდა დასახელდეს. მკაცრად უნდა გაკონტროლდეს, რომ არ სახელდებოდეს მათი გადაწყვეტის ვარიანტები. მენეჯერმა შეიძლება გადაწყვიტოს, რომ არ დაესწრება ამ შეხვედრას, რათა თანამშრომლებს უხერხულობა და კრიტიკის შიში მოუხსნას. ხოლო თუ თანამშრომლები მიჩვეულნი არიან მენეჯერის თანდასწრებით პრობლემებზე ღიად საუბარს, შესაძლებელია, დაესწროს კიდეც.
Source: ბიზნესი: ადამიანები, მეთოდები, სტრატეგიები № 3 (12), - [რედაქტორი: ამირან ბაბუნაშვილი], - ISSN 1512-4487,- მარტი, 2008
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9