1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

პა პე პი პლ პნ პო პრ პტ პუ
პრა პრე პრი პრო პრუ

პრობლემის მოგვარების შეხვედრა

ამ შეხვედრას ტვინის შტურმის შეხვედრასაც უწოდებენ. ჯგუფი უპირისპირდება პრობლემას და ალტერნატიული გადაწყვეტების მოძიებას ცდილობს:


• როგორ შევამციროთ სატელეფონო საუბრების სიხშირე და ხანგრძლივობა?
• როგორ დავამარცხოთ „ქაღალდომანია?“
• როგორ შეგვიძლია, ამა თუ იმ პროდუქტის გასაღება გავზარდოთ?
• რა უნდა გაკეთდეს, რომ სემინარები საინტერესო გახდეს მონაწილეთათვის?
• რა შეგვიძლია გავაკეთოთ, რათა ამა თუ იმ პროდუქციის წარმოებისას წუნის რაოდენობა ნულს მივუახლოვოთ?

ტვინის შტურმის შეხვედრის ეფექტიანობისათვის დაცული უნდა იყოს შემდეგი წესები:


• გამორიცხულია ნებისმიერი სახის კრიტიკა;
• საუბარი უნდა მიდიოდეს თავისუფლად, გამორიცხულია საკუთარი აზრების კრიტიკაც;
• სხვათა აზრები მიღებული უნდა იყოს და შესაძლებელია მათი განვითარება;
• პრობლემა განხილული უნდა იყოს ბევრი სხვადასხვა კუთხით;
• ვინაიდან იდეების რაოდენობას დიდი მნიშვნელობა აქვს, მონაწილეებმა არ უნდა იზრუნონ მათ დასაბუთებასა და თავის გამართლებაზე. იდეები მოკლედ უნდა იყოს ფორმულირებული და სწრაფად უნდა მისდევდეს ერთმანეთს.
• ჯგუფის რომელიმე წევრი წერილობით უნდა აფიქსირებდეს იდეებს ყველას თვალწინ. მოგვიანებით ეს იდეები, შესაძლოა, კატეგორიებად ან კლასებად დაიყოს. ეს აადვილებს შემდგომ ნაბიჯს - შეფასებას, რომელიც შემდგომი შეხვედრის თემა იქნება.
Source: ბიზნესი: ადამიანები, მეთოდები, სტრატეგიები № 3 (12), - [რედაქტორი: ამირან ბაბუნაშვილი], - ISSN 1512-4487,- მარტი, 2008
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9