ემსახურება ისეთ მიზნებს, როგორებიცაა - გამოცდილების ურთიერთგაზიარება და ერთმანეთის განათლება, ინფორმაციის გადაცემა თანამშრომელთა (ან მენეჯერის) საქმიანობის შესახებ და სხვა. ამ შეხვედრაზე არ უნდა მოხდეს პრობლემების მოგვარება. საინფორმაციო შეხვედრა იმართება შემდეგ შემთხვევებში: მენეჯერი ან თანამშრომელი ანგარიშს აბარებს ჯგუფს რაიმე მოვლენის (მივლინება, კონფერენცია და ა.შ.), თავისი შთაბეჭდილების ან გამოცდილების შესახებ; მოწვეულია ზემდგომი მენეჯერი ჯგუფის ინფორმირებისათვის რაიმე სიახლის თაობაზე; ჯგუფის თითოეული წევრი ინფორმაციას აწვდის დანაჩენებს მათ ჯგუფში მიმდინარე საქმის შესახებ; მენეჯერი პერიოდულად ახორციელებს ჯგუფის ინფორმირებას იმ ღონისძიებების შესახებ, რომლებიც მიმდინარეობს უფრო მაღალი დონის მენეჯმენტის ჯგუფში, რომელსაც ის მიეკუთვნება. ამგვარ შეხვედრაზე მიღებულია კომენტარები და შეკითხვები, მაგრამ ისინი არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადაიზარდოს პრობლემების მოგვარებაში, ან გადაწყვეტილების ძიებაში. თუ პრობლემები აღმოცენდა - რაც ხშირად ხდება ხოლმე - ისინი უნდა შევიდეს პრობლემის მოგვარების შემდეგი შეხვედრის დღის წესრიგში.
Source: ბიზნესი: ადამიანები, მეთოდები, სტრატეგიები № 3 (12), - [რედაქტორი: ამირან ბაბუნაშვილი], - ISSN 1512-4487,- მარტი, 2008