1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ღა ღვ ღი ღმ ღო ღრ ღუ
ღია ღირ

ღირებულებითი ანალიზის შეხვედრა

როდესაც პრობლემის გამოვლენისა და გადაწყვეტების მოძიების შეხვედრები ჩატარებულია, მენეჯერს შეუძლია, შემდგომი შეხვედრა დანიშნოს, რათა განახორციელოს პრობლემის მოგვარების პროცესის III და IV ნაბიჯები - ღირებულებითი ანალიზი და გადაწყვეტილების მიღება. როგორც წესი, ეს ორი ნაბიჯი კარგად კომბინირდება ერთ შეხვედრაზე. ანალიზის შედეგად საუკეთესო გადაწყვეტა გამოიკვეთება. ამ შეხვედრაზე მონაწილეთა რაოდენობა მკაცრად უნდა იყოს შეზღუდული 12-15 მონაწილით, ვინაიდან როდესაც მათი რაოდენობა დასახელებულ ციფრს აჭარბებს, კონსენსუსის მიღწევა ძნელდება. ჯგუფს უჩნდება გადაწყვეტილების კენჭისყრით მიღების სურვილი.
Source: ბიზნესი: ადამიანები, მეთოდები, სტრატეგიები № 3 (12), - [რედაქტორი: ამირან ბაბუნაშვილი], - ISSN 1512-4487,- მარტი, 2008
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9