1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ფა ფე ფი ფლ ფო ფრ ფს ფუ
ფობ ფოთ ფოი ფოკ ფოლ ფონ ფორ ფოტ

ფონდი

ცნება მოცემულია სამოქალაქქო კოდექსის 30.3-ე მუხლში: „ფონდი არის იურიდიული პირი, როცა ერთი ან რამდენიმე დამფუძნებელი სპეციალური ქონების საერთო-საზოგადო სასარგებლო მიზნის მისაღწევად საკუთრებად გადასცემს სუბიექტს, რომელსაც არა ჰყავს წევრი.’’ ამ განმარტებიდან გამომდინარე, შეიძლება გამოიყოს ფონდის შემდეგი მახასიათებლები: ა) ფონდი არის იურიდიული პირი; ბ) ფონდის დაფუძნება შეუძლია ერთ პირსაც; გ) ფონდს, როგორც დამფუძნებელთაგან დამოუკიდებელ სუბიექტს, არა ჰყავს წევრები; დ) ფონდს აქვს საერთო-საზოგადო სასარგებლო მიზანი; ე) ფონდის მიზნის მისაღწევად დამფუძნებელმა უნდა გაიღოს ქონება; კოდექსის 30.3-ე მუხლში მითითებული საერთო-საზოგადო სასარგებლო მიზნის გარდა ფონდი შეიძლება შეიქმნას აგრეთვე „განსაზღვრული პირების ან პირთა კონკრეტულად განსაზღვრული წრეების“ მხადრასაჭერად (კოდექსი 46-ე მუხლი, ფონდი დესინატერებისათვის) კოდექსის 30.3-ე და 46-ე მუხლებში მითითიებული მიზნების გარეშე ფონდი, როგორც ასეთი, არ იარსებებს; სწორედ ეს მიზნებია ის ელემენტი, რომელიც განაპირობებს ფონდის სპეციფიკას. ფონდის მიზანს განსაზღვრავს დამფუძნებელი, მაგრამ შემდგომში მისი შეცვლა მხოლოდ იუსტიციის სამინისტროს ნებართვითაა დასაშვები (კოდექსი 46-ე და 49-ე მუხლები).
Source: სამოქალაქო საზოგადოება : ფონდ ევრაზიის გრანტის C97-0124 საფუძველზე / [რედ.: ლევან ბერძენიშვილი და გიგა ბოკერია] ; სამოქალაქო განვითარების საერთაშ. ცენტრი - თბ., 1998
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9