1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ცე ცი ცნ ცო ცრ ცუ ცხ
ცოდ ცოც

ცოდნის სკოლა

განათლების ალტერნატიული სისტემა. ფუძემდებლად მე-XVII საუკუნის გამოჩენილი ჩეხი განმანათლებელი, საზოგადო მოღვაწე და მოაზროვნე იან კომენსკი ითვლება. ამ სკოლის ძირითადი პრინციპებია აკადემიზმი, უნიტარიზმი და ავტორიტარობა. აკადემიზმი გულისხმობს განათლების მიმართ იმ მოთხოვნათა სირთულეს, რომლებიც აუცილებელია ფართო თვალთახედვისათვის საჭირო ცოდნის მისაღებად. უნიტარიზმი ქვეყნის ყველა სასწავლო დაწესებულებაში განათლების შინაარსის მიმართ ერთიან მიდგომას ნიშნავს. ავტორიტარობა კი სასწავლო პროცესში მასწავლებლის უპირობო ავტორიტეტის აღიარებაა, რაც, ამავე დროს, არ უარყოფს დემოკრატიულ და ჰუმანურ დამოკიდებულებებს მასწავლებელსა და მოწაფეს შორის. სწავლის შინაარსი დაკავშირებულია ობიექტური მეცნიერული ცოდნის ათვისებასთან და სერიოზულ შრომას მოითხოვს. სწავლის პროცესი ორგანიზებულია თანმიმდევრულად - იოლიდან უფრო რთული მასალისკენ. თვალსაჩინოებას დამხმარე როლი ენიჭება, ამასთან, იგულისხმება, რომ პრაქტიკის დანიშნულება თეორიის დადასტურებაა. სწავლის დროს ხდება ცოდნის მიღება და უნარ-ჩვევების შემუშავება. ცოდნის კონტროლი ხორციელდება გამოცდების საშუალებით, სადაც მოწმდება ის, რაც მასწავლებელმა მოსწავლეს ასწავლა.
Source: ბიზნესი: ადამიანები, მეთოდები, სტრატეგიები № 3 (12), - [რედაქტორი: ამირან ბაბუნაშვილი], - ISSN 1512-4487,- მარტი, 2008
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9