1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

E- EA EC ED EE EH EI EL EN EO EP ER ES ET EU EX
EIT

EITC

საგადასახადო კრედიტი. იგი წააგავს უარყოფითი საშემოსავლო გადასახადის მეთოდს, რომელიც ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში ასევე განსჯისა და განხილვის საგანია. საგადასახადო კრედიტი ღარიბი მოსახლეობის მიერ ანაზღაურებულ სოციალური უზრუნველყოფისა და ჯანდაცვის გადასახადების ნეგატიურ ეფექტს აბალანსებს. იმის გამო, რომ ამ გადასახადებიდან არავინ არის გათავისუფლებული, ღარიბი მოსახლეობისთვის ეს ტვირთი უფრო მძიმეა, ვიდრე სხვა საშემოსავლო გადასახადები. საგადასახადო კრედიტის ძირითადი იდეა ისაა, რომ შეამციროს ღარიბი მოსახლეობის მიერ გადასახდელი გადასახადების საერთო თანხა იმით, რომ შესთავაზოს მას დასაბრუნებელი კრედიტი (refunded credit) იმ თანხის ოდენობით, რამდენიც საგადასახადო ვალდებულებაა. ღარიბი მოსახლეობის საგადასახადო ვალდებულების საერთო თანხის შემცირებით, EITC ზრდის ღარიბი მოსახლეობის ე.წ განკარგვად შემოსავალს, ანუ დაბეგვრის შემდეგ დარჩენილ შემოსავალს. ის ოჯახები და ცალკეული ადამიანები, რომლებიც დაბალ შემოსავალს იღებენ, ამ კრედიტის მიღების კანდიდატები არიან. EITC დასაბრუნებელი საგადასახადო კრედიტია. ამიტომ, თუ ოჯახის საგადასახადო ვალდებულება ნაკლებია ამ კრედიტის მოცულობაზე, მაშინ ოჯახი ამ განსხვავებას მიიღებს.
Source: ბიზნესი: ადამიანები, მეთოდები, სტრატეგიები № 4(13), - [რედაქტორი: ამირან ბაბუნაშვილი], - ISSN 1512-4487,- აპრილი, 2007
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9