შვეიცარიელი ფსიქოლოგის გუსტავ იუნგის მიხედვით, - არქეტიპები ადამიანის ფსიქიკის უნივერსალური კონსტრუქციებია, რომლებიც კაცობრიობის მიერ დაგროვილ გამოცდილებას გენეტიკურად გადმოგვცემს. ეს გამოცდილება გარკვეული ტიპის აღქმის, გრძნობის, მოქმედებისა და შეგნების მიმართ არსებული განწყობის ფორმით გამოიხატება. როდესაც ცნობიერების ობიექტი ამ „უნივერსალურ მატრიცაში“ ხვდება, ის კაცობრიობის მიერ მიღებული გამოცდილებით ივსება და ცალკეულ ფაქტს ან მოვლენას ღრმა ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობას ანიჭებს.
Source: ბიზნესი: ადამიანები, მეთოდები, სტრატეგიები № 4, - [რედაქტორი: ამირან ბაბუნაშვილი], - ISSN 1512-4487,- ივნისი, 2007