1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

აა აბ აგ ად ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ აც აჭ ახ აჰ
ადა ადგ ადე ადვ ადი ადმ ადო ადრ

ადაპტაცია

  1. E. Accommodation
    ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის რელიგიური მოთხოვნილებებისა და ქმედებების სამართლებრივი რეგულირება იმგვარად, რომ არ მოხდეს მათი უსამართლოდ შეზღუდვა.
    Source: ნარინდოშვილი მალხაზ. რელიგიის თავისუფლება / [ავტ.: მალხაზ ნარინდოშვილი, ვანო გოგელია, თათია ჯულაყიძე და სხვ. ; შემდგ.-რედ.: გიორგი მელაძე ; რედ.: ნოდარ ლადარია] ; თავისუფლების ინ-ტი - თბ., 2004
  2. გულისხმობს მნიშვნლოვანი ცვლილების განხორციელებას, რომელიც საშუალებას მისცემს პიროვნებას, უპასუხოს ყოველდღიურ ცხოვრებისეულ მოთხოვნებს და მოერგოს საჭიროებებს; აგრეთვე, გააუმჯობესოს ჯანმრთელობა და გაზარდოს კარგად ყოფნის ხარისხი. ადაპტაცია მოიცავს შემდეგ ოთხ ძირითად სფეროს:
    • პიროვნების ადაპტაცია - გულისხმობს ფიზიოლოგიურ, პერცეპტულ და კოგნიტურ პასუხებს გარემოს მიმართ;
    • უნარ-ჩვევების, როლებისა და ოკუპაციების ადაპტირებული შეძენის ძესაძლებლობას;
    • ოკუპაციის ადაპტაციას, რათა მოხდეს ქმედების ხელშეწყობა;
    • გარემოს ადაპტაციას, რაც ნიშნავს პიროვნებისათვის მისაწვდომი პირობების შექმნას და ქმედების ფასილიტაციას (ხელშეწყობას).
    Source: გელოვანი მარინა, თავართქილაძე თამარ. ოკუპაციური თერაპია/მხატვ.: ბუბა ოჩიაური - თბ.: სიესტა, 2004
  3. ადაპტირებული საგანმანათლებლო პროგრამა რეგულარული სასწავლო პროგრამის სასწავლო შედეგებს ინარჩუნებს და ისეა მიწოდებული, რომ მოსწავლეს შეუძლია პროგრამაში ჩართვა. ადაპტაცია სწავლებისა და შეფასების სტრატეგიას წარმოადგენს, რომელიც მოსწავლეთა განსაკუთრებული საჭიროებების საპასუხოდ არის შემუშავებული და შესაძლებელია მოიცავდეს ალტერნატიულ ფორმატს (მაგ. ბრაილი, კასეტაზე ჩაწერილი წიგნები), ინსტრუქციის სტრატეგიებს (მაგ. თარჯიმნების, თვალსაჩინოებების გამოყენება) და შეფასების პროცედურებს (მაგ. ზეპირი გამოცდები, დამატებითი დრო, დამხმარე ტექნოლოგიები). მოსწავლეები, რომლებიც ადაპტირებული საგანმანათლებლო პროგრამით სწავლობენ კურსის/პროგრამის სტანდარტების შესაბამისად ფასდებიან და იღებენ საჭირო კრედიტს.
    Source: ინკლუზიური განათლება: გზამკვლევი მასწავლებლებისათვის / [ანა ლაღიძე, მაია ბაგრატიონი, თათია პაჭკორია; რედ. მანანა მიქელაძე; მხატვ. ბუბა ოჩიაური; ფოტოგრაფი ნათელა გრიგალაშვილი; ეროვნ. სასწ. გეგმებისა და შეფასების ცენტრი]. - [თბ.], 2009. - 163გვ.: ილ.; 29 სმ.. - თავფურ. ავტ. მითით. არ არიან. - ბიბლიოგრ.: გვ. 163. - ISBN: 978-9941-0-1494-9
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9