1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ია იბ იდ იე ივ იზ იკ ილ იმ ინ იო იპ ირ ის იუ იფ იჩ იძ
ინგ ინდ ინვ ინი ინკ ინო ინს ინტ ინფ ინც

ინსტრუმენტული (ოპერანტული) პირობითობა

სტიმულებზე რეაგირებას ემყარება. ინსტრუმენტული პირობითობის თეორიის მიხედვით, ინდივიდი ცდა-შეცდომის საფუძველზე სწავლობს. იგი ისეთ ქცევას ირჩევს, რომელიც პოზიტიურ შედეგს მოუტანს და ნეგატიურს - თავიდან ააცილებს. სასურველი ქცევის გამეორების სურვილი კიდევ უფრო გაძლიერდება, თუ ასეთი ქცევისათვის ინდივიდი დაჯილდოვდება. ინსტრუმენტული პირობითობის ფუძემდებელი სკინერი ამ დასკვნამდე ცხოველებზე ჩატარებული ცდების საფუძველზე მივიდა. იგი ცხოველებს ცეკვასა და პინგ-პონგს ასწავლიდა და სასურველი ქცევისას აჯილდოვებდა. სკინერმა ორი ტიპის, პოზიტიური და ნეგატიური, გამაძლიერებელი (ჯილდო) გამოყო, რომლებიც გავლენას ახდენს ქცევის გამეორების ალბათობაზე. პოზიტიური გამაძლიერებელი ქცევის გამეორების ალბათობას ზრდის.
Source: ბიზნესი: ადამიანები, მეთოდები, სტრატეგიები № 5, - [რედაქტორი: ამირან ბაბუნაშვილი], - ISSN 1512-4487,- ივლისი, 2007
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9