1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

შა შე შვ შთ ში შლ შნ შო შრ შტ შუ
შებ შეგ შედ შეე შეზ შეთ შეი შეკ შელ შემ შენ შერ შეს შეტ შეუ შეფ შეღ შეშ შეც შეწ შეხ

შესრულების შეფასება

E. performance appraisal
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანიზაციული პროცედურა. წელიწადში ერთხელ, წლის ბოლოს ტარდება. ამ პროცედურაში ორგანიზაციის პრაქტიკულად ყველა თანამშრომელია ჩართული. შესრულების შეფასებას, ჩვეულებრივ, ინტერვიუს სახე აქვს, რომელსაც თანამშრომელს მისი უშუალო ხელმძღვანელი უტარებს. ინტერვიუს პროცესში თანამშრომლის მიერ წლის განმავლობაში ჩატარებული სამუშაო გაანალიზდება, რის შემდეგ ხელმძღვანელის შეფასება სპეციალურ დოკუმენტში ფიქსირდება. დოკუმენტს ხელს აწერს როგორც შემფასებელი, ასევე თანამშრომელი. თანამშრომლის ხელმოწერა, როგორც წესი, იმ ფაქტს ადასტურებს, რომ იგი შეფასებას გაეცნო (და ამ შემთხვევაში არ მოითხოვება მისი თანხმობა შეფასებაზე). ზოგჯერ შეფასებას ხელს შემფასებლის უშუალო ხელმძღვანელიც აწერს.
Source: ბიზნესი: ადამიანები, მეთოდები, სტრატეგიები № 5, - [რედაქტორი: ამირან ბაბუნაშვილი], - ISSN 1512-4487,- ივლისი, 2007
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9