1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

აა აბ აგ ად ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ აც აჭ ახ აჰ
ანა ანბ ანგ ანდ ანთ ანი ანკ ანო ანრ ანტ ანუ

ანტიურბანიზმი

ურბანული გარემოს სწრაფმა ზრდამ ნეგატიური დამოკიდებულება გაზარდა მის მიმართ და ინტელექტუალური რეაქცია გაჩნდა ანტიურბანიზმის (antiurbanism) სახით XX საუკუნის პირველ მეოთხედში საზოგადოებრივ აზრში ურბანიზმი, როგორც სტილი (უირზი, 1938) ხასითდებოდა სიმარტოვითა და ინდივიდის გარიყულობით, და სხვა ნეგატიური მოვლენებით. ანტიურბანიზმი სოციალურ მეცნიერებათა ნეგატიური მიდგომაა გამოხატული ქალაქის, როგორც სოციალური ფორმისა და ორგანიზაციის მიმართ. იგი აკრიტიკებს ურბანიზაციის პროცესს, ურბანიზმს და განმსჭვალულია შიშით, რომ ეს პროცესები კაცობრიობას დაღუპვამდე მიიყვანს. მაშინ როდესაც რადიკალები (მარქსი, ენგელსი და სხვა) ურბანიზაციას უყურებენ როგორც პროგრესულ პროცესს, ანტიურბანიზმი მას ასახავს, როგორც საზოგადოების დეზორგანიზაციას, შინაგან გათიშვას და ინდივიდის იზოლაციას. ურბანსოციოლოგია სწავლობს ქალაქის გარემოში მიმდინარე სოციალურ პროცესებს, ამ გარემოში სოციალური ჯგუფების ინტერაქციას, მათი განვითარების სპეციფიკას და სოციალურ კავშირებს, რომლებიც ქალაქის გარემოში გამყარებულია არჩევანის თავისუფლებითა და მოსახლეობის ჰეტეროგენულობით.
Source: სულუხია, თამარ. დასავლეთის ქვეყნების ურბანსოციოლოგია: [სახელმძღვ. სოციალ. მეცნ. მაგისტრანტებისათვის / რედ.: ლია კაჭარავა]; ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო - თბ.: მერიდიანი, 2001
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9