1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ე- ეა ებ ეგ ევ ეზ ეთ ეი ეკ ელ ემ ენ ეპ ერ ეს ეტ ეუ ეფ ექ ეჩ ეჭ
ეკლ ეკო ეკუ

ეკონომიკური განვითარება

მჭიდროდ არის გადაჯაჭვული ქალაქის განვითარებასთან. 1945 წლიდან ეროვნული შემოსავლის ზრდა მიღებული იყო ეკონომიკური განვითარების ინდიკატორად. შემდგომ შეამჩნიეს, რომ ეკონომიკური განვითარება და ეკონომიკური ზრდა განსხვავებული ცნებებია და იმ შემთხვევაში, თუ არ ხდება ეკონომიკური სიკეთის თანაბრად გადანაწილება საზოგადოებაში და სოციალური თანაბარ–უფლებიანობის მიღწევა, ეკონომიკური ზრდა ვერ უზრუნველჰყოფს ეკონომიკურ განვითარებას. ეკონომიკური განვითარება უკავშირდება სიღარიბის აღმოფხვრას, როდესაც ეკონომიკური ზრდისათვის ეს არ არის აუცილებელი ფაქტორი. ეკონომიკური განვითარების ინდიკატორები გამყარებულია სოციალური პირობების გაუმჯობესების ინდიკატორებით: სასმელი წყლის ხარისხი, საკვების შემცველობა, საცხოვრებლის ხარისხის გაუმჯობესება, ტანსაცმლის და პირველადი მოხმარების საგნების მოხმარების, განათლების შესაძლებლობებით და სხვა პირობების გაუმჯობესებით. ძირითადად ეს პროცესები ასე შეგვიძლია შევაჯამოთ: 1. ეროვნულ ხარჯებში ინვესტიციების წილის ზრდა, რომელიც ზრდის კაპიტალდაბანდებებს ერთ სულ მოსახლეზე. 2. ეროვნული პროდუქციის სტრუქტურის დივერსიფიკაცია როგორც ინდუსტრია, სერვისები და სხვა., სადაც სოფლის მეურნეობის წილი თანდათან იკლებს. 3. საგარეო ვაჭრობის ზრდა. 4. მთავრობის ბიუჯეტის ზრდა. 5. მოსახლეობის რაოდენობრივი ზრდა, სიკვდილიანობის წილის შემცირება და სხვა პოზიტიური დემოგრაფიული ცვლილებები. 6. ურბანული მოსახლეობის ზრდა. 7. განათლების წილის ზრდა მოსახლეობაში ეკონომიკური ზრდის კონცეპტუალიზაცია შეიძლება კაპიტალის აკუმულირების, ინდუსტრიალიზაციის, მმართველობის გაუმჯობესების, ურბანიზაციის, განათლების ხელმისაწვდომობისა და ხარისხის ზრდის პირობებში.
Source: სულუხია, თამარ. დასავლეთის ქვეყნების ურბანსოციოლოგია: [სახელმძღვ. სოციალ. მეცნ. მაგისტრანტებისათვის / რედ.: ლია კაჭარავა]; ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო - თბ.: მერიდიანი, 2001
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9