1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ფა ფე ფი ფლ ფო ფრ ფს ფუ
ფრა ფრე ფრი ფრო ფრუ

ფრენშაიზინგი

  1. Fr.
    ცნება მოცემულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 607-ე მუხლში: „ფრენშაიზინგის ხელშეკრულება გრძელვადიანი ვალდებულებითი ურთიერთობაა, რომლითაც დამოუკიდებელი საწარმოები ორმხრივად კისრულობენ, საჭიროების მიხედვით, სპეციფიკურ ვალდებულებათა შესრულების გზით ხელი შეუწყონ საქონლის წარმოებას, გასაღებასა და მომსახურებათა განხორციელებას“. დიდი ბრიტანეთის ფრენშაიზინგის ასოციაცია თავისებურად საზღვრავს ფრენშაიზინგს: ეს არის საკონტროლო ლიცენზია, გაცემული ერთი პირის მიერ (ფრენშაიზის მიმცემი) მეორის მიმართ (ფრენშაიზის მიმღები), რომელიც:
    1. აძლევს უფლებას ან აიძულებს ფრენშაიზის მიმღებს ფრენშაიზინგის პერიოდში დასაქმებულ იქნას განსაზღვრული ბიზნესით, გამოიყენოს სპეციფიური სახელწოდება, რომელიც ეკუთვნის ფრენშაიზის მიმცემს.
    2. აძლევს ნებას ფრენშაიზის მიმცემს ფრენშაიზინგის ხელშეკრულების პერიოდში განახორციელოს კონტროლი განსაზღვრულ ბიზნესზე, რომელიც ფრენშაიზინგის ხელშეკრულების საგანია.
    3. აიძულებს ფრენშაიზის მიმცემს დახმარება გაუწიოს ფრენშაიზის მიმღებს ბიზნესის წარმართვაში, რომელიც ხელშეკრულების საგანია.
    4. აიძულებს ფრენშაიზის მიმღებს რეგულარულად გადაუხადოს ფრენშაიზის მიმცემს ფრენშაიზინგის ხელშეკრულების პერიოდში განსაზღვრული ფულადი ანაზღაურება იმ საქონლისა და მომსახურეობისათვის, რასაც ფრენშაიზის მიმცემი უწევს ფრენშაიზის მიმღებს.
    5. გარიგება ჰოლდინგურ და მის შვილობილ კომპანიებს შორის არ არის ჩვეულებრივი, ან შვილობილ კომპანიებსა და ერთ ჰოლდინგურ კომპანიას შორის, ან კერძო პირსა და კომპანიას შორის, რომელიც მას უწევს კონტროლს. თბილისში ფრენშაიზინგის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მაგალითს ფირმა ,,მაკდონალდსის” რესტორნების ქსელი წარმოადგენს, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მდებარე რამოდენიმე ათას რესტორანს აერთიანებს.
    Source: ფირცხალაიშვილი ალექსანდრე, ფრენშაიზინგი // ალმანახი № 11, [სამოქალაქო სამართალი],-საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.1999
  2. როგორც ტერმინის წარმოშობა საკამათო საგნად არის ქცეული. ფრანგულ ლიტერატურაში ვხვდებით განმარტებას, რომ „ფრენ შაიზინგი“ წარმოიშვა ფრანგული სიტყვისაგან და ნიშნავს შეღავათს, პრივილეგიას. ინგლისურენოვანი ლიტერატურის მიხედვით ,,ფრენშაიზინგი“ წარმოიშვა ინგლისური სიტყვისაგან „Franchising“ და ქართულად ნიშნავს უფლებას, პრივილეგიას. თუმცა ფრენშაიზინგი, როგორც კომერციული საქმიანობის მეთოდი და ხელშეკრულების სპეციფიური სახეობა, პირველად ამერიკის შეერთებულ შტატებში აღმოცენდა და აქედან შემდეგ მთელმსოფლიოში გავრცელდა.ფრენშაიზინგის ხელშეკრულება სასყიდლიანი ხელშეკრულებაა, ეს იმას ნიშნავს, რომ ფრენშაიზის მიმღების ერთ-ერთი ძირითადი ვალდებულებაა საზღაურის გადახდა ფრენშაიზის მიმცემისათვის მთელი იმ პერიოდის განმავლობაში, რა ვადითაც იდება ფრენშაიზინგის ხელშეკრულება. საზღაური ოდენობა და გადახდის წესი განისაზღვრება ხელშეკრულებით. ეს იქნება ე.წ. „პაუშალური“ გადასახადი, ერთიანი თანხა, რომელსაც ფრენშაიზის მიმღები იხდის ხელშეკრულების დადებისთანავე და ასევე „როიალტი“, რომელიც გადაიხდება ანარიცხების სახით, საქონლის ბრუნვის გარკვეული პროცენტიდან გამომდინარე.
    Source: ინტელექტუალი. საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი № 15, – რედაქტორი:გიორგი მადუაშვილი, – თბილისი, – 2011
  3. მსხვილი და მცირე (წვრილი) ფირმების სახელშეკრულებო სისტემა ბიზნესში. მსხვილი ფირმა (ფრენშაიზერი)-საწარმო-დამამზადებელი შეუთანხმდება მცირე ფირმას (ფრენშაიზი), რომელიც კისრულობს ფრენშაიზერის საქონლის გაყიდვის ვალდებულებას, ან მისთვის მომსახურების გაწევას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (26.06.1997) თანახმად „ფრენშაიზინგის ხელშეკრულება გრძელვადიანი ურთიერთობაა, რომლითაც დამოუკიდებელი საწარმოები ორმხრივად კისრულობენ... ხელი შეუწყონ საქონლის წარმოებას, გასაღებასა და მომსახურების განხორციელებას“.
    Source: მენეჯმენტის საფუძვლები: [სახელმძღვ. უმაღლ. სასწ. სტუდ.] / გიორგი შუბლაძე, ბაბულია მღებრიშვილი, ფიქრია წოწკოლაური. - თბ.: უნივერსალი, 2008. - 288გვ.; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 286-287. - ISBN: 978-9941-12-295-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9