1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ჰა ჰე ჰი ჰო ჰრ ჰუ
ჰობ ჰოვ ჰოკ ჰოლ ჰომ ჰოპ ჰორ ჰოს ჰოტ

ჰოვარდ ებენეზერ (1850-1928)

საუკუნის მიჯნაზე ცხოვრობდა ინგლისში და მისი რეაქცია ურბანიზაციის სწრაფი პროცესის მიმართ იყო ისეთი მოდელის შემუშავება, სადაც ადამიანის ცხოვრება მშვენიერი და მშვიდი იქნებოდა. ჰოვარდისთვის ქალაქი იყო ეკონომიკური ზრდის ნაყოფი, მაგრამ ცუდი ადგილი საცხოვრებლად. სოფელს მისი შეხედულებით ჰქონდა სწორედ ის ორგანული ჰარმონია, რომელიც აკლდა ქალაქს, მაგრამ ამავე დროს ჰქონდა შეზღუდული ეკონომიკური შესაძლებლობები. ამიტომ ჰოვარდმა თავის მიდგომაში შეაჯვარა ეს ორი სისტემა და შეიმუშავა მოდელი, რომელიც ითვალისწინებდა ინდუსტრიული ობიექტების გატანას ქალაქიდან ახალ ადგილებზე, და მათ გარშემო საცხოვრებელი ქალაქ-ბაღების განლაგებას, სადაც დასახლდებოდა ამ ინდუსტრიულ ობიექტებში დასაქმებული მოსახლეობა. ამ მოდელის გავლენით, რომელიც თეორიულად აერთიანებდა ქალაქის ეკონომიკურ შესაძლებლობებსა და სოფლის ეკოლოგიური და მშვიდი საცხოვრებელ გარემოს უპირატესობებს, ასეულობით ქალაქი აშენდა ბრიტანეთში, აშშ-ში და რუსეთშიც კი.
Source: სულუხია, თამარ. დასავლეთის ქვეყნების ურბანსოციოლოგია: [სახელმძღვ. სოციალ. მეცნ. მაგისტრანტებისათვის / რედ.: ლია კაჭარავა]; ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო - თბ.: მერიდიანი, 2001
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9