1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კუ- კუზ კულ კუმ კურ

კულტურალისტური ურბანსოციოლოგია

მოიცავს ტიონისის, დურკჰეიმის და უირზის ტრადიციას და ამტკიცებს, რომ ქალაქის გარემო ბადებს კონკრეტულ ცხოვრების სტილს - ურბანიზმს, ანუ სივრცითი ფორმა შობს კულტურულ ფორმას ან მის იმიჯს. ამის მიხედვით ქალაქი, როგორც სოციალური გარემო ქმნის შეგრძნების და ქცევის ფორმებს ანუ სუბკულტურულ ფენომენს. ისინი ამ ფენომენს აცხადებენ მოსახლეობის ზომაზე, სიმჭიდროვეზე და ჰეტეროგენულობაზე დამოკიდებულად. ასეთ მიდგომას ეყრდნობა ჯორჯ სიმელის თეორია და პარკის თეორია ურბანეკოლოგიის და ინდივიდის ქცევის ფორმირების შესახებ. ქალაქის გარემო ამ მიდგომის თანახმად ქმნის სოციოლოგიურ ცვლადს, რომელსაც მოიცავს ურბანიზმი, როგორც ცხოვრების სტილი.
Source: სულუხია, თამარ. დასავლეთის ქვეყნების ურბანსოციოლოგია: [სახელმძღვ. სოციალ. მეცნ. მაგისტრანტებისათვის / რედ.: ლია კაჭარავა]; ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო - თბ.: მერიდიანი, 2001
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9