1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კოგ კოდ კოი კოკ კოლ კომ კონ კოო კორ კოს კოშ კოჰ

კოლექტიური ცნობიერება

დღეს ამ ტერმინის დაახლოებით 100-მდე განმარტება არსებობს. დურკჰეიმის მიერ განსაზღვრული იქნა როგორც რწმენათა და ცნებათა კრებული, რომელიც საერთოა საზოგადოებრივი საშუალო წევრისათვის. ასეთი ცნობიერება ყვალაზე ძლიერია მექანიკური სოლიდარობის პრინციპის პირობებში, სადაც ეს სოლიდარობა აკონკრეტებს ადამიანის შემეცნებას და ქცევას რელიგიური და ტრადიციული ხერხებით კოლექტიური ცნობიერება საზოგადოების წარმოდგენებს აყენებს ინდივიდუალურზე უპირატესად. განვითარებულ საზოგადოებაში საზოგადოებრივ ცნობიერებას საფუძვლად უდევს არა კოლექტიური, არამედ უფრო დიფერენცირებული ინდივიდუალური შემეცნება, რომელიც კონკრეტული პირობებიდან გამომდინარე გარკვეულლ მორალურ ნორმებშია მოქცეული.
Source: სულუხია, თამარ. დასავლეთის ქვეყნების ურბანსოციოლოგია: [სახელმძღვ. სოციალ. მეცნ. მაგისტრანტებისათვის / რედ.: ლია კაჭარავა]; ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო - თბ.: მერიდიანი, 2001
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9