1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კოგ კოდ კოი კოკ კოლ კომ კონ კოო კორ კოს კოშ კოჰ

კომპოზიტური მიმართულება ურბანსოციოლოგიაში

მისი წარმომადგენელია სოციოლოგი ჰერბერტ განსი (XX ს–ის 60–იანი წლები) და ფიშერი, რომელიც აღიარებს ცხოვრების სტილთა სიმრავლეს ქალაქის ფარგლებში. ამერიკელმა სოციოლოგმა განსმა (XX საუკუნის 60-იანი წლები) თავისი კვლევა მიუძღვნა ინდივიდის ადაპტაციას ქალაქის სივრცესთან. მან გამოყო ადაპტაციის ძირითადი კატეგორიები, რომლებიც კონკრეტული ჯგუფების მიერ ქალაქთან ადაპტაციის კონკრეტულ მიზეზებს ეფუძნება. მაგალითად: კოსმოპოლიტები - ძირითადად სტუდენტები, ხელოვანების დარგის წარმომადგენლები, ინტელექტუალები და სხვა პროფესიონალები, რომლებიც ქალაქში ცხოვრებას ირჩევენ კულტურულ ფასეულობათა გამო; ან დაუოჯახებელი ადამიანები, რომლებიც ქალაქში ცხოვრებისაკენ მიილტვიან გასართობის მრავალფეროვნების გამო, ისევე როგორც სამუშაოს არსებობის გამო; თუნდაც ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები, რომლებიც ქალაქში ერთიანდებიან თავისივე ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლებთან ტერიტორიული ერთობისა და სიახლოვის პრინციპით და ქალაქს უყურებენ როგორც თავისი უბნის გარეთ განლაგებულ სხეულს. განსის თეორიის მიხედვით ურბანიზმი არ არის ერთმნიშვნელოვანი, არამედ მოიცავს მრავალი განსხვავებული სტილის ერთობლიობას. ყველა ზემოთ აღნიშნული ჯგუფისათვის ქალაქის სხვადასხვა მახასიათებლებია მნიშვნელოვანი და თითოეულ შემთხვევაში ქალაქური თემის ფორმირებას სხვადასხვა განმაპირობებელი ფაქტორები უდგას უკან. განსმა აგრეთვე გაუსვა ხაზი სოციალური კლასის და ასაკის მნიშვნელობას ურბნული თუ რურალური ცხოვრების სტილის და ქცევის ჩამოყალიბებაში.
Source: სულუხია, თამარ. დასავლეთის ქვეყნების ურბანსოციოლოგია: [სახელმძღვ. სოციალ. მეცნ. მაგისტრანტებისათვის / რედ.: ლია კაჭარავა]; ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო - თბ.: მერიდიანი, 2001
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9