1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კლა კლე კლი კლო კლუ

კლასობრივი კონფლიქტის თეორია

თეორია ურბანულ განვითარებაში შემოტანილი იქნა ეკონომისტ დევიდ გორდონის (David Gordon) მიერ. მან შემოგვთავაზა, რომ კაპიტალისტთა მიერ თავისი ქარხნების ადგილმდებარეობის არჩევანი არა მარტო ეკონომიკური პირობებით იყო ნაკარნახევი, არამედ პოლიტიკურითაც, მაგალითად მუშათა კლასის გარკვეული კონცენტრაციების შესაქმნელად ურბანულ სივრცეში. მან შეისწავლა ისტორიული ფაქტები და მიუთითა რომ XX საუკუნის დასაწყისიდან ბიზნესის მფლობელნი ქარხნების და სტრატეგიული წარმოების განლაგებას ხშირად მიმართავდნენ იმ კუთხით, რომ შეემცირებინათ გაფიცვათა და სხვა არასასურველი პროცესების რიცხვი - მუშათა კლასის არასასურველი კონფენტრაცია ხშირად შემცირებული იყო საწარმოს გადატანით ახალ ადგილას - ქალაქის გარეუბანში ან ახალ ქალაქში. კლასობრივი კონფლიქტი ქალაქის განვითარების თანმხლები პროცესია. მაღალშემოსავლიან კლასს აქვს კაპიტალი და ძალაუფლება და შესაბამისად საშუალება შეცვალოს სივრცის სტრუქტურა, დაბალშემოსავლიან კლასს კი არა აქვს ასეთი საშუალება, მაგრამ აქვს კონკრეტული ინტერესები და შეხედულება იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა შეიცვალოს სივრცე. ამიტომ, მათი ურთიერთობა ხშირად კონფლიქტურად გამოიხატება ქალაქის სივრცეში.
Source: სულუხია, თამარ. დასავლეთის ქვეყნების ურბანსოციოლოგია: [სახელმძღვ. სოციალ. მეცნ. მაგისტრანტებისათვის / რედ.: ლია კაჭარავა]; ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო - თბ.: მერიდიანი, 2001
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9