1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ლა ლგ ლე ლი ლო ლტ ლუ
ლე ლეგ ლევ ლეზ ლეი ლეკ ლემ ლენ ლერ ლეს ლეტ ლექ

ლე კორბუზიე

(1887-1965) ფრანგი არქიტექტორი, რომელიც არქიტექტურაში გერმანელ ვალტერ გროპიუსთან და ამერიკელ მის ვან-დერ როესთან ერთად ინტერნაციონალური სტილის მამამთავრად ითვლება, შეიმუშავა ქალაქის ახლებური მოდელები, რომელიც მთელს მსოფლიოში გახდა ცნობილი. მისი თეორიიდან გამომდინარე, არქიტექტურამ და ქალაქგეგმარებამ სახლს შეხედა როგორც „საცხოვრებელ მანქანას“, და გამოაცხადა მაღალი ტექნოლოგიების ტრიუმფი და გამარჯვება სოციალურ პროცესებზე. კორბუზიეს ღრმად სწამდა, რომ ტექნოლოგიის ინტერვენცია გააუმჯობესებდა ქალაქური ცხოვრების დონეს. მან თავის ურბანულ კონცეფციაში შემოგვთავაზა ცათამბრჯენების და გიგანტური ღია სივრცეების კომპოზიციები, სადაც მოძრაობა და ურთიერთობა კომუნიკაციების საშუალებათა მაღალგანვითარებულობაზეა დაფუძნებული. კორბუზიეს მოდელმა, უგულებელყო რა სოციალური პროცესებისა და ინდივიდი-გარემოს ურთიერთქმედების მნიშვნელობა, ქუჩისა და ქალაქის გარემოს სხვა იერარქიული საფეხურების სიკვდილი მოასწავლა. ასეთი მოდელით აშენდა ბრაზილიის დედაქალაქი ბრაზილია ოსკარ ნიმეიერისა და ლუსიო კოსტას (Lusio Costa) პროექტით 60-იან წლებში და იგი პრუიტ-აიგოს მსგავს ტრაგედიად იქცა, მხოლოდ უფრო დიდი მასშტაბით. ქუჩის სიკვდილი აქ სრულიად აშკარად გამოიხატა, ისევე როგორც უბნისა და სამეზობლოს ცნების გაქრობა. ინდივიდი-გარემოს ინტერაქცია უმეტესად უზარმაზარ სამანქანო ესტაკადებზე მოძრაობით შემოიფარგლა. იმატა დანაშაულებრიობამ და ვანდალიზმებმა ცარიელ „აუთვისებელ“ ტერიტორიებზე. კორბუზიეს რწმენა, რომ დიზაინის, არქიტექტურისა და ქალაქთმშენებლობის ასეთ ჩარევას შეეძლო სოციალური პროცესები სასიკეთოდ მიემართა, პრაქტიკაში არ გამართლდა.
Source: სულუხია, თამარ. დასავლეთის ქვეყნების ურბანსოციოლოგია: [სახელმძღვ. სოციალ. მეცნ. მაგისტრანტებისათვის / რედ.: ლია კაჭარავა]; ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო - თბ.: მერიდიანი, 2001
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9