1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მა მგ მდ მე მთ მი მკ მმ მნ მო მრ მს მტ მუ მყ მშ მც მძ მწ მხ
მე- მეგ მედ მეზ მეთ მეი მეკ მელ მემ მენ მეო მერ მეს მეტ მეფ მექ მეც მეწ მეხ

მენტალური რუკები

ინდივიდი-გარემოს ინტეგრაცია მეტად არის დამოკიდებული ინდივიდის მიერ გარემოს აღქმაზე. ამ საკითხის კვლევის შედეგად ამერიკელმა მეცნიერმა ქევინ ლინჩმა (Kevin Lynch) შეიმუშავა მსოფლიოში ცნობილი თეორია მენტალური რუკების შესახებ. ამ თეორიის მიხედვით ქალაქი შედგება მრავალი ცალკეული ადგილებისაგან და მათგან მიღებული უშუალო შთაბეჭდილებათა ჯამი ქმნის ინდივიდისათვის გარემოს ხატს - მენტალურ სურათს ანუ გარემოს კონკრეტულ ხატს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გარემოში აქ იგულისხმება არა მხოლოდ ფიზიკური გარემო, არამედ მისი ფუნქციიდან გამომდინარე სოციალური დატვირთვაც, ანუ მასში მიმდინარე პროცესებიც. სწორედ ამ კონტექსტში გამოიმუშავებს ინდივიდი კონკრეტულ ემოციას გარემოსთან მიმართებაში. ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში ეს ემოცია განსხვავებულია დამოკიდებულია სქესზე, ასაკზე, რასაზე, სოციალლურ ჯგუფზე და სხვა მახასიათებლებზე. ამ მახასიათებლებს მიეკუთვნება კონკრეტული ადგილისადმი ინდივიდის მოლოდინები, დროის ფაქტორი, სხვადასხვა სოციალური და ფსოქოლოგიური დატვირთვა. მაგალითად ბავშვებსა და ზრდასრულ ინდივიდს სხვადასხვა მოლოდინები აქვთ გარემოს მიმართ, ამიტომ მათ განსხვავებული მენტალური რუკა ექმნებათ ერთგვარი გამოცდილების შემთხვევაში.
Source: სულუხია, თამარ. დასავლეთის ქვეყნების ურბანსოციოლოგია: [სახელმძღვ. სოციალ. მეცნ. მაგისტრანტებისათვის / რედ.: ლია კაჭარავა]; ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო - თბ.: მერიდიანი, 2001
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9