1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

რა რე რთ რი რო რუ რწ რჯ
რუდ რურ რუს რუტ

რურალური სოციოლოგია

ეს დისციპლინა ხშირად აღიქმება როგორც შუალედური სოციოლოგისა და ანთროპოლოგიის ინტერესებს შორის. სოციალურ მეცნიერებათა ძირითადი ინტერესები ყოველთვის ქალაქთან და ურბანულ სოციალურ პროცესებთან იყო დაკავშირებული, ამიტომ რურალური სოციოლოგია (ანუ სოფლის სოციოლოგია) ძირითადად არაურბანიზებულ ქვეყნებშია განვითარებული. აღსანიშნავია, რომ მრავალ ქვეყანაში რურალური სოციოლოგია, როგორც მეცნიერება საერთოდ არ განვითარებულა და რურალურ პროცესებს მხოლოდ სოფლის მეურნეობის ეკონომიკა და სხვა მომიჯნავე დისციპლინები სწავლობენ. რურალური სოციოლოგიის განვითარებამ განსაკუთრებულ მასშტაბებს ბრიტანეთში მიაღწია. მან არათუ მოიპოვა ცალკე დისციპლინის სტატუსი, არამედ 1930-იან წლებში ბრიტანეთის უნივერსიტეტებში რურალური სოციოლოგიის დეპარტამენტებიც კი არსებობდა. დღესდღეობით, როდესაც მეცნიერებაში უკვე სრულად არის აღქმული რურალურ-ურბანული კონტინუუმი, რურალური სოციოლოგიის საკითხებს ურბან სოციოლოგია სწავლობს და რურალურ სოციოლოგიასთან, როგორც მეცნიერებასთან მეტად სადავოა მეცნიერთა დამოკიდებულება.
Source: სულუხია, თამარ. დასავლეთის ქვეყნების ურბანსოციოლოგია: [სახელმძღვ. სოციალ. მეცნ. მაგისტრანტებისათვის / რედ.: ლია კაჭარავა]; ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო - თბ.: მერიდიანი, 2001
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9