1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ტა ტე ტვ ტი ტკ ტლ ტო ტრ ტუ
ტელ ტემ ტერ ტეს ტექ

ტერიტორიულობის ცნება

უკავშირდება გარკვეული სივრცეების მიმაგრებას ინდივიდებზე და მათ ჯგუფებზე მართვის, მესაკუთრეობისა თუ მოხმარების გამოვლინებით. იგი შეიძლება სხვადასხვა მასშტაბით გამოვლინდეს და იქნეს განხილული ბინის კარიდან ეროვნულ საზღვრებამდე. თავიდან ტერიტორიალობის გამოვლინების შესწავლა ცხოველთა სამყაროდან დაიწყო და ადამიანებთან მიმართებაში გაღრმავდა. დღეს მას განსაზღვრავენ როგორც ინდივიდების და ჯგუფების გაიგივებას კონკრეტულ სივრცესთან. იგი სამ ძირითად დონეს მოიცავს: სივრცის კლასიფიკაცია და განსაზღვრა; მისი მარკირება სიმბოლური თუ ფიზიკური საზღვრებით; სოციალური დაცვისა და წესრიგის დაწესება. ტერიტორიულობა ქალაქის სივრცეში საზოგადოებრივი მოვლენაა და სოციალური წესრიგის გამოხატულების ეფექტურ ფორმას წარმოადგენს. სოციალური ჯგუფები იყენებენ ტერიტორიულობას თავისი ინტერესების გამოხატვისა და დაცვისათვის. იგი უმნიშვნელოვანესი კომპონენეტია ჯგუფური ცნობიერების ჩამოყალიბებაში (ამას მიეკუთვნება ნაციოლნალიზმი, უმცირესობათა ჯგუფების ინტერესები, გეტოიზმი და სხვა). ტერიტორიულობის გამოვლინება შეიძლება იყოს უარყოფითი ან დადებითი. იგი ხშირად იწვევს დაძაბულობას „გარეშე“ და „შინაურ“ პირებსა და ჯგუფებს შორის და ამის შედეგად ჯგუფების პოლარიზაციას ქალაქის სივრცეში. მეორეს მხრივ, ტერიტორიულობა სოციოკულტურულ ფენომენად გვევლინება და არა მარტო ბიოლოგიურად. ადამიანებს იგი სჭირდებათ სოციალური ურთიერთობების რეგულაციისათვის (კონფლიქტური სიტუაციის დაკარგვის თავიდან ასაშორებლად) და ა.შ. მართლაც, ცნობილი ამერიკელი ფსიქოლოგი მასლოუს აღიარებული ადამიანის მოთხოვნილებათა იერარქია დაგვემოწმება, რომ ადამიანისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოთხოვნილებას გარკვეული ადგილისადმი მიკუთვნება წარმოადგენს.
Source: სულუხია, თამარ. დასავლეთის ქვეყნების ურბანსოციოლოგია: [სახელმძღვ. სოციალ. მეცნ. მაგისტრანტებისათვის / რედ.: ლია კაჭარავა]; ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო - თბ.: მერიდიანი, 2001
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9