1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

სა სგ სე სვ სთ სი სკ სლ სმ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სწ სხ
სოდ სოკ სოლ სომ სონ სოპ სორ სოს სოფ სოც

სოციალური მეცნიერებანი

მიუთითებს იმ დისციპლინათა ერთობას, რომელიც შეისწავლის საზოგადოებას და მასში მიმდინარე პროცესებს. ასეთი მიდგომა XIX დაუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში დაიწყო გერმანული აზროვნების სკოლის, ბრიტანული სკოლისა და ჩიკაგოს სკოლის ფართო მიდგომათა განვითარების შედეგად. სწორედ ამ ცალკეულ დისციპლინათა, მათ მეთოდთა და მიდგომათა სიმრავლის გამო ამ სახელწოდებას მრავლობით რიცხვში ხმარობენ. სოციალური მეცნიერებანი მრავალ ცალკეულ დისციპლინად ისწავლება და ცენტრალური დისციპლინების გარდა, მოიცავს საერთაშორისო ურთიერთობებს, ბიზნესის ადმინისტრაციას, საზოგადოებრივ ადმინისტრაციას და სხვა. ზოგჯერ სოციალურ პროცესთა მკვლევართ სოციოლოგთა ცნების ქვეშ აერთიანებენ, რასაც ხშირად გამოუწვევია დავა სამეცნიერო და საზოგადოებრივ წრეებში.
Source: სულუხია, თამარ. დასავლეთის ქვეყნების ურბანსოციოლოგია: [სახელმძღვ. სოციალ. მეცნ. მაგისტრანტებისათვის / რედ.: ლია კაჭარავა]; ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო - თბ.: მერიდიანი, 2001
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9