1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

სა სგ სე სვ სთ სი სკ სლ სმ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სწ სხ
სიბ სიდ სივ სით სიკ სილ სიმ სინ სიო სის სიტ სიუ სიქ სიღ სიყ სიც სიძ

სიმელი ჯორჯ

(1858-1918) თითქმის მთელი ცხოვრება ბერლინში გაატარა. იგი, წარმოშობით ებრაელი, დევნის გამო არარეგულარულად ატარებდა ლექციებს. ცხოვრების ბოლო წლები სტრასბურგში გაატარა. ამ მეტად ნიჭიერი ხელოვანის, მეცნიერისა და ინტელექტუალის მოღვაწეობის შეჯამება და სისტემატიზაცია ჭეშმარიტად თავისი სიცოცხლის მანძილზე მან 25 წიგნი და 300 ესე დაწერა. მისი მიდგომა და სტილი განსხვავდება სხვა კლასიკოსი სოციოლოგებისაგან თავისი ფრაგმენტულობით. მისი თემატიკა მოიცავს ხელოვნებას, კულტურას, რელიგიას, ფულს, ურბანიზმს, სიყვარულს, მორალს და გამოირჩევა დეტალისადმი ყურადღებით. დეტალი და ფრაგმენტულობა მისი მიდგომის საფუძველია. სიმელის მოღვაწეობამ ყველაზე ძლიერი გავლენა ჩრდილოეთ ამერიკის სოციოლოგიაზე მოახდინა რობერტ პარკისა და ჩიკაგოს სკოლის სხვა წარმომადგენლებზე. მისი მოღვაწეობა დღემდე მეცნიერთა შესწავლის საგანია და მრავალი მას აღიქვამს, როგორც პოსტ-მოდერნიზმის წინამორბედს. ამავე დროს მას უკავშირებენ იმპრესიონიზმს თავისი მუდმივი მცდელობით შექმნას ახალი ფორმა და მიდგომა, რომელიც ახლოა ცხოვრების ყოველდღიურ გამოცდილებასთან. სიმელის ყველაზე ცნობილი ნაწარმოებია მოკლე ესები: „უცნობი“ და „მეტროპოლისი და მენტალური ცხოვრება“.
Source: სულუხია, თამარ. დასავლეთის ქვეყნების ურბანსოციოლოგია: [სახელმძღვ. სოციალ. მეცნ. მაგისტრანტებისათვის / რედ.: ლია კაჭარავა]; ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო - თბ.: მერიდიანი, 2001
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9