1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

სა სგ სე სვ სთ სი სკ სლ სმ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სწ სხ
სოდ სოკ სოლ სომ სონ სოპ სორ სოს სოფ სოც

სოციალური კონტროლი

წარმოადგენს სოციალურ პროცესს, რომელიც არეგულირებს ინდივიდთა და მათი ჯგუფების ქცევას და მიმართებას კონკრეტულ გარემოსთან. იგი უკავშირდება სოციალურ მეცნიერებაში სოციალიზაციის, მართვისა და კულტურულ ფენომენს. სოციალური კონკტროლის ცნება სოციოლოგიაში შემოვიდა XX საუკუნის დასაწყისში და რურალური და ურბანული საზოგადოების დაპირისპირების შედეგად. ჩიკაგოს სკოლა - ძირითადად პარკი და ბარჯეზი აღიარებდნენ, რომ ქალაქურ სივრცესთან მიმართებაში ყველა სოციალური პრობლემა სოციალური კონკროლის სტატუსს უკავშირდება, რადგან სწორედ იგი მიმართავს სივრცეში სოციალურ პროცესებს და განაპირობებს სოციალური ინსტიტუტების მართვას. სოციალურ კონტროლს დიდი მნიშვნელობა აქვს ინდივიდი-გარემოს ურთიერთქმედების ჩამოყალიბებისა და განვითარების პროცესში. ცნობილია, რომ სოციალური კონტროლის მექანიზმის ეფექტურობა პირდაპირ კავშირშია გარემოს დაცულობასთან, სისუფთავესთან, ვანდალიზმებისა და დანაშაულებათა რიცხვის შემცირებასთან.
Source: სულუხია, თამარ. დასავლეთის ქვეყნების ურბანსოციოლოგია: [სახელმძღვ. სოციალ. მეცნ. მაგისტრანტებისათვის / რედ.: ლია კაჭარავა]; ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო - თბ.: მერიდიანი, 2001
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9