1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

სა სგ სე სვ სთ სი სკ სლ სმ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სწ სხ
სუბ სუვ სუი სულ სუნ სუპ სურ სუუ სუფ სუქ

სუბკულტურათა თეორია

ურბანულ ურთიერთობებს შორის არის სოციალური ურთიერთობები, რომლებიც იწყება ფიზიკური ან სივრცითი გარემოდან და ყალიბდება საერთო ინტერესების მქონე ჯგუფებად, რომელიც სივრცითი პრინციპით არ არიან გაერთიანებული - ანუ სუბკულტურები. ფიშერის ამ თეორიას სუბკულტურათა თეორია ეწოდება. ამ თეორიის მიხედვით, ქალაქის გარემო ხელს უწყობს მოსახლეობის რაოდენობრივ ზრდას, დიფერენციაციას და იმ ინდივიდთა და მათ ჯგუფებს შორის ინტეგრაციას, რომლებიც იზიარებენ საერთო ინტერესებს და შეხედულებებს. ამის მაგალითია ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლების ინტერესები, ტრადიციები და ფასეულობები. ფიშერის აზრით, ურბანიზმისთვის აუცილებელია მოსახლეობის მაღალი რაოდენობა, ანუ „კრიტიკული მასა“, რომელიც პირობას წარმოადგენს მრავალგვარი სუბკულტურების ჩამოყალიბებისათვის. ასეთ შემთხვევაში რა თქმა უნდა მოსახლეობის სიმრავლე და ჰეტეროგენულობა აუცილებელ ფაქტორებს წარმოადგენს ჭეშმარიტი ურბანიზმისათვის. ამ თეორიამ, დეტერმინიზმის საწინააღმდეგოდ აღიარა, რომ სოციალური კონტაქტები კი არ სუსტდება ურბანიზმის პირობებში, არამედ გამოვლინდება სხვა სახით - მრავალფეროვანი სუბკულტურების არსებობის საშუალებით.
Source: სულუხია, თამარ. დასავლეთის ქვეყნების ურბანსოციოლოგია: [სახელმძღვ. სოციალ. მეცნ. მაგისტრანტებისათვის / რედ.: ლია კაჭარავა]; ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო - თბ.: მერიდიანი, 2001
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9