1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

სა სგ სე სვ სთ სი სკ სლ სმ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სწ სხ
სოდ სოკ სოლ სომ სონ სოპ სორ სოს სოფ სოც

სოციალური ქსელის თეორია

ბარი ველმანმა (Barry Wellman) შემოგვთავაზა თემის ერთობის არა ტერიტორიულ პრინციპზე, არამედ სოციალურ და სხვა ინტერესების საფუძველზე გაერთიანებული ერთეული. მისმა თეორიამ დაარღვია თემის კონცეფციის სივრცითი შეზრუდულობა და მის საწყისად აღიარა არა ფიზიკური გარემო, არამედ სოციალური ქსელი. ამ თეორიას სოციალური ქსელის თეორია ეწოდა. მან ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ქალაქში ინდივიდები თავის ცხოვრებას ატარებენ სხვადასხვა ჯგუფების და ორგანიზაციების ქსელში, ამიტომ ინდივიდის ქცევის სოციალური საფუძველი მხოლოდ ფრაგმენტული შეიძლება იყოს. სოციალური ქსელი არის ურთუიერთობათა არხი, სადაც მეტად ურბანულ გარემოს მეტად ინტენსიური ურთიერთობათა ქსელი ახასიათებს. ქალაქი კი, თავის მხრივ ასეთი ქსელების ერთობლიობას წარმოადგენს. იგივე თეორია ქალაქს განსაზღვრავს როგორც სოციალური ქმედების სცენას, რომელიც განისაზღვრება ეკონომიკური, პოლიტიკური, კულტურული და ინსტიტუციური კომპონენტებით. ამ სცენაზე მრავალი სცენარი ერთდროულად მიმდინარეობს სხვადასხვა სივრცით სიბრტყეებში, რომლებსაც აქვთ ან არა აქვთ ერთმანეთთან უშუალო ურთიერთობა. ეს თეორია 70-იან წლებში კიდევ უფრო გააღრმავა რიჩარდ სენეტმა, (Richard Sennett) რომელიც ამტკიცებს, რომ ინდივიდებს სურთ თავი აარიდონ ქალაქში ცხოვრების სირთულეებს და ეძებენ გარემოს, რომელშიც მათ მინიმალური წინააღმდეგობანი და სიძნელეები ელით, ანუ მიილტვან ჰომოგენური ჯგუფისაკენ სადაც მათი „მსგავსი“ ინდივიდებია თავმოყრილი. სენეტი თვლის, რომ ასეთი ჯგუფები იმუშავებენ გარე სამყაროსა და სხვა ინდივიდთა ჯგუფების მიმართ კრიტიკულ აზრს და დამოკიდებულებას. მაგრამ ქალაქის გარემოში დიდი ალბათობაა იმისა, რომ ამ შეხედულებათა გამოცდა მოხდება პირადი სოციალური კონტაქტებით და უმეტეს შემთხვევაში ინდივიდი თავისი ასეთი დამოკიდებულების უმართებულობაში დარწმუნდება. ამიტომ, სენეტის აზრით, უბანი და გარკვეული ერთობის გამოხატულება მხოლოდ ხელოვნურად გამოგონილი ცნებაა. სენეტი განიხილავს, რომ ადამინები გაურბიან „სხვანაირებს“, ანუ მათ ვინც მათი მსგავსი არა არის და ამის გამოსწორება შეიძლება მხოლოდ სხვადასხვაგვარი ინდივიდების და მათი ჯგუფების აღრევით, ანუ კოალიცია მხოლოდ თანაარსებობის შედეგად მიიღწევა. რიჩარდ სენეტმა აგრეთვე განაცხადა, რომ აზრით, ქალაქში სოფლის მსგავსად ოჯახის როგორც უპირატესი ჯგუფისა და ერთობის მნიშვნელობა შენარჩუნებულია, მხოლოდ შეცვლილია ოჯახის სტრუქტურა. მართლაც, თუ შევადარებთ ოჯახს ურბანულ და რურალურ გარემოში ვნახავთ, რომ სოფელში უფრო მრავალრივხოვანი და მრავალთაობიანი ოჯახები გვხვდება, ვიდრე ქალაქში, სადაც ადგილი აქვს თაობათა მიხედვით ნუკლეარული იჯახების გამოყოფას.
Source: სულუხია, თამარ. დასავლეთის ქვეყნების ურბანსოციოლოგია: [სახელმძღვ. სოციალ. მეცნ. მაგისტრანტებისათვის / რედ.: ლია კაჭარავა]; ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო - თბ.: მერიდიანი, 2001
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9