1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

უა უბ უდ უე უზ უი უკ ულ უმ უნ უო უპ ურ უს უტ უფ უშ უც უძ უწ უხ
უილ უიმ უირ

უირზი ლუის

(1897-1952) - ჩიკაგოს სკოლის ყველაზე გამოჩენილი მოღვაწე დაიბადა გერმანიაში, სწავლობდა აშშ-ში სადაც იგი 30-იან წლებში გახდა ჩიკაგოს სკოლის წამყვანი ფიგურა. მისი სადისერტაციო ნაშრომი, რომელიც 1952 წელს გამოქვეყნდა „გეტო“-ს სახელწოდებით ეხებოდა ქალაქური ცხოვრების უმცირესობათა ჯგუფების ქცევას და მასობრივ საშუალებებს. მისი ყველაზე ცნობილი ნაწარმოებია „ურბანიზმი, როგორც ცხოვრების წესი”. გარდა ამისა, უირზი არის პიონერი ჭეშმარიტად მაღალხარისხოვან ურბანულ კვლევაში, რომელიც გამყარებული იყო სტატისტიკური მონაცემების შეგროვებითა და გამოყენებით. მან პირველმა შემოიღო ურბანული კვლევის ის ფორმა, როგორიც მას დღესდღეობით გააჩნია. უირზის თეორია ურბანიზმის შესახებ სამ ძირითად კომპონენტს დაეყრდნო: მოსახლეობის რაოდენობას, მოსახლეობის მაღალ სიმჭიდროვეს და მოსახლეობის ჰეტეროგენულობას. უირზმა თქვა, რომ რაც უფრო მაღალია ამ სამი ურბანული ატრიბუტის ხარისხი, მით უფრო მაღალია ჭეშმარიტად ქალაქური კულტურის ჩამოყალიბების ალბათობა. ამ სამი კრიტერიუმით უირზი ცდილობდა განესაზღვრა, თუ „რამდენად ურბანიზებულია ეს კონკრეტული გარემო“, მაგრამ პასუხი მხოლოდ შედარებითი იყო - მეტად ან ნაკლებად ურბანიზებული. ქვემოთ მოყვანილია ამ კომპონენტთა მნიშვნელობისა და ურთიერთდამოკიდებულების უირზისეული განსაზღვრება. უირზის თეორია საკმაოდ წინგადადგმული ნაბიჯი იყო 1930-იან წლებში, რადგან მას გააჩნდა პროცესთა წინასწარ განსაზღვრის პოტენცია. მიუხედავად ამისა, ეს თეორია შემდგომში მრავალჯერ იქნა გაკრიტიკებული, ძირითადად იმისათვის, რომ სამი ძირითადი მახასიათებლის მონაცემები ვერ განსაზღვრავდა ქალაქური კულტურის და ნიშნების ხარისხს.
Source: სულუხია, თამარ. დასავლეთის ქვეყნების ურბანსოციოლოგია: [სახელმძღვ. სოციალ. მეცნ. მაგისტრანტებისათვის / რედ.: ლია კაჭარავა]; ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო - თბ.: მერიდიანი, 2001
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9