1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

უა უბ უდ უე უზ უი უკ ულ უმ უნ უო უპ ურ უს უტ უფ უშ უც უძ უწ უხ
ურა ურბ ურე ურთ ურუ

ურბანმენეჯმენტი

მოიცავს პროექტთა მენეჯმენტს, საზოგადოებრივ ადმინისტრაციას, ბიზნესის მენეჯმენტს. მისი ძირითადი მიზანია: • ქალაქთა პრობლემის გამოვლენა; • პერსპექტივების დასახვა, პროგრამებისა, პოლიტიკისა და პროექტთა დამუშავება; • პასუხისმგებლობათა განაწილება სხვადასხვა საზოგადოებრივ ინსტიტუტთა და წარმომადგენელთა შორის. ურბანმენეჯმენტის კონცეფცია ბიზნესის სამყაროში ჩამოყალიბდა რესურსებისა და ბაზრების მართვის გამოცდილებით, მაგრამ დღეს ეს ცნება უკვე მოიცავს იმ პროცესთა ერთობლიობას, რომელიც ქალაქის სივრცეში მიმდინარეობს. ურბანმენეჯმენტი შემდეგ სძირითად საქმიანობას ისახავს მიზნად: 1. ეფექტური სოციალური, ეკონომიკური და ფიზიკური გარემოს შექმნა; და 2. ფსიქოლოგიურად ჯანსაღი გარემოს ჩამოყალიბება. ეს თავისთავად გულისხმობს მრავალ ურთიერთდაკავშირებულ ფაქტორს, როგორიცაა ესთეტიკური გარემოს შექმნა; პროგრესული ეკონომიკური ორიენტაცია, მომსახურების სფეროს უზრუნველყოფს და კოორდინაციას; ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდება; ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრა და გამწვანების სრულყოფა; განათლების და ჯანდაცვის სფეროს სრულყოფა; ტრანსპორტის და კომუნიკაციათა სფეროს უზრუნველყოფა; ბიზნესის სფეროს განვითარების პირობების შექმნა; შრომითი რესურსების სრულყოფილი გამოყენება და მოსახლეობის დასაქმებულობის უზრუნველყოფა; საქალაქთმშენებლო კანონმდებლობის უზრუნველყოფა; მოსახლეობის მონაწილეობის უზრუნველყოფა; მარკეტინგული მიდგომის შემუშავება საზოგადოების მოთხოვნილებებისადმი; საზოგადოებრივი და კერძო სექტორის ურთიერთთანამშრომლობის უზრუნველყოფა და მრავალი სხვა ფაქტორი, რომელიც ერთ მთლიანობაში განიხილება ურბანმენეჯმენტის ეფექტურობის შეფასების დროს. ზემოთ ჩამოთვლილი ყოველი პირობა აუცილებელია ქალაქებში საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისა და ეკონომიკური ეფექტისათვის და ყოველი მათგანი ურთიერთგანსაზღვრული და დაკავშირებულია.
Source: სულუხია, თამარ. დასავლეთის ქვეყნების ურბანსოციოლოგია: [სახელმძღვ. სოციალ. მეცნ. მაგისტრანტებისათვის / რედ.: ლია კაჭარავა]; ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო - თბ.: მერიდიანი, 2001
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9