1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

უა უბ უდ უე უზ უი უკ ულ უმ უნ უო უპ ურ უს უტ უფ უშ უც უძ უწ უხ
ურა ურბ ურე ურთ ურუ

ურბანული ინდიკატორების სისტემა

მოიცავს სოციალურ-ეკონომიკურ, გარემოს დაცვის, ინფრასტრუქტურის, სატრანსპორტო და ადგილობრივი მმართველობის მონაცემებს. სოციალურ-ეკონომიკური ინდიკატორების მაგალითებია: სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახების რაოდენობა, უმუშევრობის დონე, დასაქმებულობა არაფორმალურ სექტორში, ბავშვთა შრომა, სოციალური დახმარება, სიკვდილიანობა ინფექციური დაავადებებით, ბავშვთა სიკვდილიანობა, საშუალო განათლების დონე, განათლების დონის გენდერული პროპორცია, კრიმინოგენული მონაცემები, იძულებით გადაადგილებულთა რიცხვი, და სხვა. ინფრასტრუქტურის ინდიკატორთა რიცხვს მიეკუთვნება: სასმელი წყლის ხელმისაწვდომობა, წყლით მომარაგება, კანალიზაციის არსებობა, და სხვა. სატრანსპორტო ინდიკატორებია: ავტომობილის მფლობელთა რიცხვი, ფეხით მოსიარულეთა სიკვდილიანობა, სატრანსპორტო უბედური შემთხვევები, სახლსა და სამსახურს შორის მგზავრობაზე ყოველდღიურად დახარჯული დრო. გარემოს დაცვის ინდიკატორებია: რესპირატორული დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობა, ნაგვისა და საწარმოო-სამეურნეო ნარჩენების გატანის რეგულარობა, საცხოვრისის ნგრევის ხარისხი, სიკვიდილიანობა სტიქიური უბედურების პირობებში, და სხვა. ადგილობრივი მმართველობის ინდიკატორებს მიეკუთვნება: დანიშნული და არჩეული ადგილობრივი წარმომადგენლების თანაფარდობა, არჩევნებში მოსახლეობის მონაწილეობის დონე, ადგილობრივი მმართველობის მოსამსახურეთა რიცხვი. ურბანული ინდიკატორების მომხმარებელთა სპექტრი მეტად ფართოა. იგი მოიცავს ადგილობრივ მოსახლეობას, ცანტრალურ და მუნიციპალურ მთავრობას, ქალაქის მართვის სხვადასხვა სუბიექტებს, არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციებს, კერძო სექტორს და საერთაშორისო განვითარების დონორებსა და ორგანიზაციებს.
Source: სულუხია, თამარ. დასავლეთის ქვეყნების ურბანსოციოლოგია: [სახელმძღვ. სოციალ. მეცნ. მაგისტრანტებისათვის / რედ.: ლია კაჭარავა]; ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო - თბ.: მერიდიანი, 2001
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9