გამოიხატება კომპანიების, ასოციაციების, სააგენტოების შექმნითა და მათი რიცხვის გაზრდით, რომელთა დაკავშირებისათვის ტერიტორიული საზღვრები აღარ ახდენს გავლენას. იმგვარი ორგანიზაციები, როგორიცაა „ნისანის“ კორპორაცია, „საერთაშორისო ამნისტია“, „ინტელექტუალური საკუთრების დაცვის მსოფლიო ორგანიზაცია“, საკუთარ სამოქმედო ასპარეზად მთელ მსოფლიოს მიიჩნევენ და მთელ კაცობრიობას თვლიან საკუთარ ამჟამინდელ ან პოტენციურ კლიენტად.
Source: სანიკიძე, გიორგი, კიღურაძე, ნინო. თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობები: მსოფლიო პოლიტიკის გლობალიზაცია: [სახელმძღვ. სოციალ. მეცნ. მაგისტრანტებისათვის / რედ.: ლია კაჭარავა]; ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო - თბ. : მერიდიანი, 2001