„გლობალური ფაქტორი“ განსაკუთრებით თვალშისაცემია მაგ., ავტომობილებისა და მიკროელექტრონიკის წარმოების სფეროში. წარმოების სხვადასხვა სტადიები (კვლევა და ინოვაცია, ნაწილების დამზადება, აწყობა, ხარისხის კონტროლი და ა.შ.) არ არის ჩაკეტილი ნაციონალურ ეკონომიკაში, არამედ მოდებულია მრავალ ქვეყანაში, როგორც წარმოების ერთიანი ხაზი.
Source: სანიკიძე, გიორგი, კიღურაძე, ნინო. თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობები: მსოფლიო პოლიტიკის გლობალიზაცია: [სახელმძღვ. სოციალ. მეცნ. მაგისტრანტებისათვის / რედ.: ლია კაჭარავა]; ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო - თბ. : მერიდიანი, 2001