1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

გა გე გვ გი გლ გნ გო გრ გუ
გლო

გლობალიზაციის ისტორიული ასპექტები

მკვლევარები სხვადასხვა დროით ათარიღებენ გლობალიზაციის დასაწყისს: ახალი ისტორიის ეპოქის დასაწყისიდან (Modeski 1988); XIX საუკუნის შუა ხანებიდან (Robertson 1992); XX ს. 50-იანი წლების მიწურულიდან (Rosenau 1990); ანდა 70-იანი წლებიდან (Harvey 1989). ამასთანავე, თუკი გლობალიზაციაში ვიგულისხმებთ ზეტერიტორიულობის პრინციპის აღზევებას, მისი დათარიღება შეიძლება მოხდეს რობერტსონისა და როზენაუს პოზიციების შეჯერებით. რობერტსონი მართალია, რომ გლობალიზაციის ნიშნები ჩნდება XIX ს. შუა ხანებიდან, მაგრამ ამასთანავე ეს იყო მეტად შეზღუდული და ნელი პროცესი. მაგ., სატელეგრაფო კომუნიკაციები დაიწყო XIX ს. 40-იანი წლებიდან. მრავალი გლობალური საზოგადოებრივი მოძრაობა (მაგ., ფემინიზმი) და მარეგულირებელი კავშირები (მაგ., საყოველთაო საფოსტო კავშირი) XIX ს. მიწურულს წარმოიქმნა. XX 20-იანი წლებიდან ძალას იკრეფს საკონტინეტთაშორისო მოკლეტალღიანი რადიომაუწყებლობა. მეორეს მხრივ, გლობალიზაცია XX ს. 60-იან წლებამდე არ იყო განგრძობადი, ხელშესახები, ინტენსიური და შედეგების სწრაფად მომტანი, რომელსაც გავლენა ექნებოდა კაცობრიობის ცხოვრებაზე. შესაბამისად, გლობალიზაციის მკაფიოდ გამოხატულ შედეგებზე ლაპარაკი შეიძლება მხოლოდ XX ს. II ნახევრიდან. პირდაპირი სატელეფონო კავშირი ვითარდება 80-იანი წლებიდან, 60-იან წლებიდან გავრცელებას იწყებს ტელევიზორები, რომელთა რიცხვი 90-იანი წლების მიწურულს 8330 მლნ-ს უტოლდება, შექმნილია 40 ათასი ტრანსნაციონალური კორპორაცია, ყოველდღიურად მთელ მსოფლიოში ხდება 1,230 მლრდ. აშშ დოლარის სავაჭრო და ფინანსური ოპერაცია, კომერციულ მგზავრთა რიცხვი საჰაერო ხაზებზე ყოველწლიურად მილიარდს აჭარბებს, არსებობს სხვადასხვა გლობალური ეკოლოგიური პრობლემები და გლობალური სოფლის მეტაფორები. მთელი სისრულით გამოხატული გლობალიზაცია სრულიად ახალი მოვლენაა.
Source: სანიკიძე, გიორგი, კიღურაძე, ნინო. თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობები: მსოფლიო პოლიტიკის გლობალიზაცია: [სახელმძღვ. სოციალ. მეცნ. მაგისტრანტებისათვის / რედ.: ლია კაჭარავა]; ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო - თბ. : მერიდიანი, 2001
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9