1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ნ. ნა ნე ნი ნო ნუ
ნებ ნეგ ნევ ნეი ნეო ნეპ ნერ ნეს ნეტ ნეფ

ნეომარქსისტული ანუ მსოფლიო სისტემის თეორია

საერთაშორისო ურთიერთობათა კანონზომიერებების შესწავლისას მისი ამოსავალი წერტილია გლობალური კაპიტალისტური მსოფლიო-სისტემის ჩარჩოებში არსებული ეკონომიკური და სოციალური უთანასწორობა, მსოფლიო მეურნეობის პერიფერიის დამოკიდებულება მის ცენტრზე. მსოფლიო-ეკონომიკის გლობალიზაცია, რომელსაც თან ახლავს ყველაზე მდიდარი ქვეყნებისა და ხალხების სიმდიდრის ზრდა, იწვევს სოციალური კავშირების დარღვევას, უმართავ დემოგრაფიულ ნახტომებს და აღმავალ პოლარიზაციას მდიდრებსა და ღარიბებს შორის მსოფლიო მასშტაბით. არსებობს იმის ალბათობა, რომ ამ პროცესების განვითარებისა და გამძაფრების პირობებში ყველაზე უპოვარი ჯგუფები შესძლებენ თავიან ძალისხმევის კოორდინირებას, რათა შეამსუბუქონ ამგვარი პროცესების არასასურველი შედეგები. ამგვარი კოორდინაციის შედეგი შეიძლება გახდეს ეტაპობრივი მშენებლობა სრულიად ახალი ტიპის საზოგადოებების, სახელმწიფოების და მსოფლიო წესრიგისა. ნეომარქსისტები ამტკიცებენ, რომ კაპიტალისტურ „მსოფლიო-სისტემაში“ გაბატონებული ჰიპერლიბერალიზმის იდეოლოგია ცვლის ნაციონალური სუვერენიტეტის როლს. სახელმწიფოს როლი მათ მიერ განიხილება პირველ რიგში საბაზრო ძალების დამხმარეს სახით და იგი კარგავს მოსახლეობის სოციალური დამცველის როლს. ღარიბი რეგიონების სასარგებლოდ გადანაწილება განიხილება ზემოაღნიშნული იდეოლოგიის ჩარჩოებში, როგორც „პროტექციონისტული ჩარევა“, რომელიც ეწინააღმდეგება ბაზრის ლოგიკას. ამის გამო რეგიონები სულ უფრო ნაკლებად უკავშირებენ საკუთარ ინტერესების ცენტრს. მდიდრებს აღარ უნდათ ღარიბებისათვის მატერიალური დოვლათის განაწილება, ღარიბები კი თვლიან, რომ გამოყოფა იქნება ყველა პრობლემის საუკეთესო გადაწყვეტა. ნეომარქსისტული მიმდინარეობის მთავარი დედაარსია საერთაშორისო ურთიერთობების ისეთი ტენდენციების – როგორიცაა გლობალიზაცია, ურთიერთდამოკიდებულების გაზრდა და დემოკრატიზაცია, სახელმწიფოს სუვერენიტეტის როლის შეცვლა, წინააღმდეგობრივი ხასიათის მტკიცება.
Source: სანიკიძე, გიორგი, კიღურაძე, ნინო. თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობები: მსოფლიო პოლიტიკის გლობალიზაცია: [სახელმძღვ. სოციალ. მეცნ. მაგისტრანტებისათვის / რედ.: ლია კაჭარავა]; ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო - თბ. : მერიდიანი, 2001
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9