1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

რა რე რთ რი რო რუ რწ რჯ
რეა რეგ რედ რეე რევ რეზ რეი რეკ რელ რენ რეპ რეჟ რეს რეფ რეც

რეგიონალიზმი

XX ს. 60-იანი წლების მანძილზე, იმ ენთუზიაზმის ტალღაზე, რომელიც მოჰყვა რეგიონული ჯგუფების რაოდენობრივ ზრდასა და ეკონომიკური ინტეგრაციის განვითარებას, რეგიონები საერთაშორისო პოლიტიკაში განისაზღვრებოდა, როგორც „სახელმწიფოთა შეზღუდული რიცხვი, რომელთა კავშირსაც განაპირობებს გეოგრაფიული სიახლოვე და ურთიერთდამოკიდებულების მაღალი დონე. მათი დიფერენცირება კი შესაძლებელია სავაჭრო კავშირების განვითარების, ფორმალური ორგანიზაციების რიცხვისა და მნიშვნელობის, პოლიტიკური ურთიერთდამოკიდებულების ხარისხის მიხედვით (Nye 1968: vii). ნაი მიიჩნევდა, რომ რეგიონალიზმის პროცესი მოიცავდა მსოფლიოს მრავალ მხარეს და მას ხელს უწყობდა ახალი სახელმწიფოების – ყოფილი კოლონიების რიცხვის გაზრდა; დაძაბულობის შედარებითი განმუხტვა ზესახელმწიფოებს შორის; ეკონომიკური ურთიერთდამოკიდებულების აღმავლობა; მრავალმხრივი სავაჭრო რეჟიმის განმტკიცება; დასავლეთ ევროპის უმძლავრესი ქვეყნების დაახლოება ეკონომიკური ინტეგრაციის საშუალებით. რეგიონალიზმი ტიპები: • რეგიონალიზმი, როგორც პროცესი, რომელიც გულისხმობს არაფორმალური კავშირებისა და ურთიერთქმედების გაზრდას. იგი უპირველესად ეკონომიკური აქტიურობიდან გამომდინარეობს, მაგრამ ასევე მოიცავს სოციალურ და პოლიტიკურ ურთიერთკავშირს. • რეგიონული ცნობიერება და იდენტურობა, როდესაც ისტორიული, კულტურული და სოციალური ტრადიციების თანთმხვევა თვალსაჩინოს ხდის გარკვეული საზოგადოებისადმი კუთვნილების გრძნობას. • რეგიონალიზმი, როგორც სახელმწიფოთაშორისო კოოპერაცია: სახელმწიფოებმა ან მთავრობებმა, საერთო პრობლემების გადაწყვეტისათვის, შეიძლება მიაღწიონ შეთანხმებებსა და მოახდინონ მოქმედებათა კოორდინაცია, რათა „დაიცვან და გააძლიერონ სახელმწიფო და მთავრობის ძალაუფლება“. • სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი რეგიონული ეკონომიკური ინტეგრაცია ხშირად რეგიონალიზმის ყველაზე საერთო ფორმას წარმოადგენს. მთავრობები და ბიზნესის ინტერესები ხელს უწყობენ ეკონომიკურ ინტეგრაციას, რაც იწვევს ვაჭრობის ლიბერალიზაციასა და ეკონომიკურ ზრდას. • ოთხი პირველი პროცესის კომბინაციამ უნდა გამოიწვიოს მტკიცე და კონსოლიდირებული რეგიონული გაერთიანების წარმოქმნა. ამგვარად პოლიტიკურად უმაღლეს დონეზე დაკავშირებულ დაჯგუფებამ შეიძლება იტვირთოს უმნიშვნელოვანესი როლი როგორც შიდა გარემოში, ისე გლობალურ პოლიტიკაში (Hurell 1995: 334-8).
Source: სანიკიძე, გიორგი, კიღურაძე, ნინო. თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობები: მსოფლიო პოლიტიკის გლობალიზაცია: [სახელმძღვ. სოციალ. მეცნ. მაგისტრანტებისათვის / რედ.: ლია კაჭარავა]; ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო - თბ. : მერიდიანი, 2001
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9