არ არსებობს მასზე ზემოთ მდგომი ხელისუფლება და სუვერენულ სახელმწიფოს ეკუთვნის საბოლოო სიტყვა მოცემული ტერიტორიის ფარგლებში. შეუზღუდავი მმართველობა ნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ვესტფალიის სისტემის ეპოქაში ზოგჯერ იყო დებატები ჰუმანიტარული ჩარევის მოვალეობის შესახებ, მაგრამ სახელმწიფოთა უფლება ტოტალურ იურისდიქციაზე მიიჩნეოდა შეუვალად სხვა სახელმწიფოთათვის. და ბოლოს, ექსკლუზიური მმართველობა ნიშნავს, რომ სახელმწიფო შინაურ საქმეებში არავის უნაწილებდა თავის კომპეტენციას. სახელმწიფოთა შორის არ არსებობდა „საზიარო სუვერენიტეტი“.
Source: სანიკიძე, გიორგი, კიღურაძე, ნინო. თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობები: მსოფლიო პოლიტიკის გლობალიზაცია: [სახელმძღვ. სოციალ. მეცნ. მაგისტრანტებისათვის / რედ.: ლია კაჭარავა]; ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო - თბ. : მერიდიანი, 2001