1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ვა ვე ვი ვო ვუ
ვე ვებ ვედ ვენ ვერ ვეს ვეტ

ვესტფალიის სისტემა

რამდენიმე ათწლეულის წინ, ინტენსიური გლობალიზაციის დაწყებამდე, მსოფლიო პოლიტიკა უმთავრესად ორგანიზებული იყო ე.წ. ვესტფალიის სისტემის საფუძველზე. სახელწოდება მოდის ვესტფალიის ზავიდან (1648), რომელიც წარმოადგენს იმ უმთავრესი პრინციპების ადრეულ ოფიციალურ გამოხატულებას, რომელიც დომინირებდა მსოფლიოში სამი საუკუნის მანძილზე. ვესტფალიის სისტემა სახელმწიფოთა სისტემა იყო. XIX–XX სს-ში სახელმწიფოებმა თანდათანობით მიიღეს ეროვნული სახელმწიფოების ფორმა, დაიწყო ტერმინების „საერთაშორისოსა“ და „სახელმწიფოთაშორისოს“ გამოყენება და ვესტფალიის სისტემა ხშირად აღიწრებოდა, როგორც „საერთაშორისო სისტემა“. ვესტფალიის სისტემა წარმოადგენდა მმართველობის ჩარჩოს. ეს იყო გზა გარკვეული სოციალური წესრიგის დამყარების, გაძლიერებისა და თვალყურის დევნისათვის. მის საფუძველს წარმოადგენდა სახელმწიფოებრიობისა და სუვერენიტეტის პრინციპი. სახელმწიფოებრიობა ნიშნავდა, რომ მსოფლიო დაყოფილი იყო ტერიტორიულ ნაწილებად, რომელთაგან თითოეულს მართავდა დამოუკიდებელი ხელისუფლება. ეს მოდერნისტული სახელმწიფო იყო ცენტრალიზებული, ფორმალურად ორგანიზებული საზოგადოებრივი სახელისუფლო აპარატი, რომელიც იყენებდა ლეგალურ მონოპოლიას შეიარაღებული ძალადობის ფორმით თავისი იურისდიქციის საზღვრებში. ვესტფალიის სისტემა ამასთანავე სუვერენული იყო, ეს ნიშნავს, რომ იგი ახორციელებდა ყოვლისმომცველ, უზენაეს, შეუზღუდავ და ექსკლუზიურ კონტროლს განსაზღვრული ტერიტორიის ჩარჩოებში. რომ ვესტფალიის სისტემა ისტორიული ფენომენი იყო. სხვა სიტყვებით, სუვერენულ სახელმწიფოთა სისტემა მმართველობის განსაკუთრებულ ჩარჩოს ქმნიდა, რომელიც იქმნებოდა გარკვეულ დროში სპეციფიური პირობების შედეგად.
Source: სანიკიძე, გიორგი, კიღურაძე, ნინო. თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობები: მსოფლიო პოლიტიკის გლობალიზაცია: [სახელმძღვ. სოციალ. მეცნ. მაგისტრანტებისათვის / რედ.: ლია კაჭარავა]; ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო - თბ. : მერიდიანი, 2001
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9