1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ია იბ იდ იე ივ იზ იკ ილ იმ ინ იო იპ ირ ის იუ იფ იჩ იძ
იდე იდი

იდეათა გენერაციის (დაგროვების) ეტაპი

გონებრივი იერიშის პირველი ეტაპი, ამ დროს დაცული უნდა იყოს შემდეგი წესები: 1. მონაწილეთა მიერ მოსაზრებების გამოთქმის დროს დაუშვებელია მოსაზრებათა კრიტიკა, კამათი ან შეფასება; 2. მონაწილეები იდეებს გამოთქვამენ ნებაყოფლობით და არა მასწავლებლის სურვილისამებრ; 3. თითო მოსწავლემ შეიძლება გამოთქვას ერთი ან რამდენიმე მოსაზრება, რომელიც შეიძლება იყოს როგორც ორიგინალური, ასევე სხვისი იდეის გამეორება; 4. ყველა იდეა უნდა დაფიქსირდეს (დაიწეროს) დაფაზე (ყველაზე მიუღებელიც კი); 5. როდესაც იდეათა გამოთქმის სიხშირე დაიკლებს, მასწავლებელი კიდევ ერთხელ აძლევს მოსწავლეებს საშუალებას დაფიქრდნენ; 6. დრო შეიძლება წინასწარ განისაზღვროს (20 – 30წთ) ან მასწავლებელმა შეწყვიტოს იდეათა გენერაციის პროცესი საჭიროებისამებრ; 7. მასწავლებელმა უნდა განსაზღვროს, იმ დღესვე მოხდება შეჯამება, თუ მომდევნო გაკვეთილზე. თუ შეფასება სხვა დროს უნდა მოხდეს, გამოთქმული მოსაზრებები უნდა დარჩეს დაწერილი დაფაზე ან ფურცელზე მთელი ამ ხნის განმავლობაში. იდეათა შეფასების ეტაპზე:
Source: ადამიანის უფლებების სწავლება ინტერაქტიური მეთოდების გამოყენებით : თრენინგის მასალები / საქ. პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლების და გადამზადების ცენტრ. ინ-ტი ; [შემდგ.: მ. ბაქრაძე და სხვ. ; გ. ნოზაძის საერთო რედ.] - თბ. : მერიდიანი, 2000
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9