1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

გა გე გვ გი გლ გნ გო გრ გუ
გაა გად გაე გავ გათ გაი გალ გამ გან გაო გაპ გარ გას გაუ გაფ გაღ გაშ გაც

გარემოს დეგრადაცია

საქმიანობის შედეგად ბიოსფეროსთვის მიყენებული ზარალი. ეს ხდება მაშინ, როდესაც ადამიანი უფრო სწრაფად ითვისებს ბუნებრივ რესურსებს, ვიდრე ბუნებას შეუძლია მათი შევსება-განახლება; როცა დაბინძურება შეუქცევად, გამოუსწორებელ ზიანს აყენებს გარემოს; ან როცა ადამიანები ეკონომიკური განვითარების პროცესში ბუნებრივ ეკოსისტემებს აზიანებენ და ანადგურებენ. გარემოს დეგრადაცია შესაძლებელია მრავალი ფორმით იყოს გამოხატული, მათ შორისაა გაუდაბნოება, ტყეების განადგურება (deforestation), სახეობათა გადაშენება, დაბინძურება. გარემოს დეგრადაციის მთავარი გამომწვევი მიზეზებია: ჭარბმოსახლეობა, არასწორი ურბანული დაგეგმარება, სამრეწველო დაბინძურება, ნარჩენების დაგროვება, ინტენსიური სოფლის მეურნეობა, ჭარბი თევზჭერა/ნადირობა, ინდუსტრიალიზაცია, უცხო სახეობების გავრცელება და გარემოსდაცვითი რეგულაციების სისუსტე.
Source: სოლიდარობა №2(11),– [რედაქტორი: ნინო ცინცაძე დიზაინი: ბესიკ დანელია ფოტო: ლევან ხერხეულიძე მარიკა ასათიანი რედკოლეგია: სოზარ სუბარი ბექა მინდიაშვილი თამარ შამილი სერგო რატიანი],– ჟურნალი მოამზადებულია სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის მიერ,იბეჭდება გაეროს განვითარების პროგრამის და ნორვეგიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.–2007
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9