1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

დ& და დე დვ დი დო დრ დუ
დია დიგ დიდ დივ დიზ დინ დიო დიპ დირ დის დიტ დიუ დიფ დიქ

დისლექსია

  1. Gk. dus - დაზიანებული, lexis - სიტყვა
    კითხვის უნარის დაქვეითება, ხოლო ფართო მნიშვნელობით - სწავლის უნარის დაქვეითება, რომელიც კითხვის, წერის, ზეპირი მეტყველების პრობლემებით ხასიათდება. ამ პრობლემის მქონე ადამიანები ვერ ახერხებენ დაწერილი სიტყვის აღქმას, თუმცა მოსმენილი სიტყვის აღქმა შეუძლიათ. მაგრამ მრავალმა კვლევამ დაადასტურა, რომ დისლექსია მეტყველების, როგორც ასეთის, პრობლემა არ არის. იგი სწავლის უნარის დაქვეითების ყველაზე გავრცელებული ფორმაა: სტატისტიკურად მსოფლიოში სწავლის უნარის დაქვეითების შემთხვევა სკოლის მოსწავლეებში დაახლოებით 15%-ია, აქედან 7-9%-ს დისლექსია აქვს. გარდა ამისა, დისლექსია არ არის დაავადება და სწავლის უნარის დაქვეითების სხვა ფორმებისგან იმით გამოირჩევა, რომ ბიოლოგიურად დეტერმინირებული ნიშნები აქვს.
    Source: სოლიდარობა №6(15),– [რედაქტორი: ნინო ცინცაძე დიზაინი: ბესიკ დანელია ფოტო: ლევან ხერხეულიძე მარიკა ასათიანი რედკოლეგია: სოზარ სუბარი ბექა მინდიაშვილი თამარ შამილი სერგო რატიანი],– ჟურნალი მოამზადებულია სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის მიერ,იბეჭდება გაეროს განვითარების პროგრამის და ნორვეგიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.–2007
  2. მეტყველებაზე დაფუძნებული სწავლის უნარის დაქვეითება და წარმოადგენს მის ყველაზე გავრცელებულ ფორმას. განასხვავებენ დისლექსიის სხვადასხვა ხარისხს. პროგნოზი დამოკიდებულია დაქვეითების ხარისხზე, ინდივიდის სუსტ და ძლიერ მხარეებზე, მისთვის გაწეული დახმარების ეფექტურობაზე. დისლექსია არ წარმოადგენს მოტივაციის ნაკლებობის, სენსორული დარღვევების, არაადეკვატური ინსტრუქციების, დაბალი ინტელექტისა და შეზღუდულ გარემო შესაძლებლობების შედეგს. მას აქვს ნევროლოგიური ხასიათის საფუძველი, რომელიც ხშირად ოჯახის წევრებისთვისაც არის დამახასიათებელი. დროული და ეფექტური დახმარების შემთხვევაში დისლექსიის მქონე მოსწავლეები კარგ შედეგებს აღწევენ.
    Source: გზამკვლევი მასწავლებლებისათვის (ინკლუზიური განათლება) – თბ,2009. – რედ.:მანანა მიქელაძე
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9