1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ყა ყვ ყი ყო ყრ ყუ
ყავ ყალ ყარ ყაჩ

ყავლები

ეზიდური რელიგიის წმინდა ტექსტები. ღვთაებრივ მეცნიერებას ეფუძნება, რომელთა ავტორიტეტი ურყევია მორწმუნე ეზიდისათვის. ეზიდთა მსოფლმხედველობა, კოსმოგონია, მცნებები, ზნეობრივი კოდექსი, ისტორია და სხვ. ამ ტექსტების მეშვეობით არის წარმოდგენილი. ეს ტექსტები ძირითადად ზეპირად გადაეცემოდა მომდევნო თაობას მცოდნე-ოსტატებისაგან. თუმცა ირკვევა, რომ ისინი წერილობითი ფორმითაც არსებობდნენ, მაგრამ ეზიდებზე ხანგრძლივი თავდასხმების შემდეგ ხელნაწერები განადგურდა და ზეპირად გადმოცემა ტრადიციად იქცა. ამ ტექსტებს არაერთი ავტორი ჰყავს, რომელებიც ეზიდთა წმინდანები არიან. მაგალითად, დარვეშ ყათანი, შეიხ ფახრი, ფირ რაშე ჰაირანი, პესე ჯამი, ჰასად თაური და ა.შ. ესენი ძირითადად შეიხ ადის მოსწავლეები არიან, რომლებმაც მდიდარი პოეტური ხასიათის რელიგიური ლიტერატურა შექმნეს, სადაც შეიხ ადის და სხვა წმინდანთა ცხოვრება არის აღწერილი. მათ აგრეთვე უძველესი ტექსტების რედაქტირება მოახდინეს, რათა ხალხისთვის გასაგები გაეხადათ ისინი. ეზიდური ტექსტები ძირითადად ქურთულად (კურმანჯი) არის შექმნილი.
Source: სოლიდარობა №6(15),– [რედაქტორი: ნინო ცინცაძე დიზაინი: ბესიკ დანელია ფოტო: ლევან ხერხეულიძე მარიკა ასათიანი რედკოლეგია: სოზარ სუბარი ბექა მინდიაშვილი თამარ შამილი სერგო რატიანი],– ჟურნალი მოამზადებულია სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის მიერ,იბეჭდება გაეროს განვითარების პროგრამის და ნორვეგიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.–2007
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9