1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

პა პე პი პლ პნ პო პრ პტ პუ
პრა პრე პრი პრო პრუ

პრაბჰუპადა შრილა

კრიშნას ცნობიერების საერთაშორისო საზოგადოების შემქმნელი. შრილა პრაბჰუპადა დაიბადა კალკუტაში 1896 წელს. დაამთავრა ადგილობრივი უნივერსიტეტი, 1922 წელს გახდა ხსენებული გურუს მოწაფე და 1933 წელს ქ. ალაჰაბადში ინიცირებულ (ხელდასხმულ) იქნა ბრაჰმანად. გურუ „კრიშნას ცნობიერებაზე“ უამბობდა, პრაბჰუპდა ბეჯითად შრომობდა და დაწერა „ბჰაგავატგიტას“ კომენტარები. 1950 წელს მან თავი დაანება სამენეჯერო საქმიანობას, მიატოვა ცოლი, ხუთი შვილი და განეშორა ყოველდღიურობას, რათა სიცოცხლე რელიგიური რუდუნებისათვის შეეწირა. დასახლდა წმიდა ქალაქ ვრინდავანში. ეწეოდა სამეცნიერო და ლიტერატურულ საქმიანობას. 1965 წელს ჩავიდა ამერიკაში, იქ მან, ინდოელი წმინდანის სამოსელში გამოწყობილმა, ყოველგვარ მატერიალურ სახსარს მოკლებულმა, დაიწყო კრიშნას მოძღვრების ქადაგება. იჯდა ბაღში, ამზადებდა ინდურ კერძებს; ეპატიჟებოდა გამვლელ-გამომვლელთ და მათ სულიერებაზე ესაუბრებოდა. იმედგაცრუებული, საპყარი და ნარკომანი ხალხის დიდმა ნაწილმა მას მოუსმინა. მათ, რომლებმაც ახალი მოძღვრება იწამეს, 1966 წლის ივნისში „კრიშნას ცნობიერების საერთაშორისო საზოგადოება“ დააარსეს. „საზოგადოებამ“ სამოღვაწეო ველი მალე მსოფლიო მასშტაბით გააფართოვა. პრაბჰუპადამ 12 წლის განმავლობაში 14-ჯერ შემოუარა მსოფლიოს. ქადაგებდა და ლექციებს კითხულობდა. მიმდევართა ყველაზე დიდი გუნდი მან ინგლისში შეიძინა. იქ მას ესტრადის სახელგანთქმული მსახიობი ჯორჯ ჰარისონი დაემოწაფა. იყო მოსკოვშიც, სადაც თანამოაზრეთა ჯგუფი შეიძინა. მათ 1978-80 წწ-ში ორგანიზაციები მოსკოვში, პეტერბურგში, კიევში, ტალინში, ერევანში, თბილისსა და სოხუმში ჩამოაყალიბეს. თაოსნობის ინიციატორები, რიცხვით 50, საბჭოთა კანონმდებლობით გაასამართლეს და დასაჯეს. დევნა პერესტროიკამდე გაგრძელდა.
Source: სოლიდარობა №10(19),– [რედაქტორი: ნინო ცინცაძე დიზაინი: ბესიკ დანელია ფოტო: ლევან ხერხეულიძე მარიკა ასათიანი რედკოლეგია: სოზარ სუბარი ბექა მინდიაშვილი თამარ შამილი სერგო რატიანი],– ჟურნალი მოამზადებულია სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის მიერ,იბეჭდება გაეროს განვითარების პროგრამის და ნორვეგიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.–2007
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9