1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

დ& და დე დვ დი დო დრ დუ
დია დიგ დიდ დივ დიზ დინ დიო დიპ დირ დის დიტ დიუ დიფ დიქ

დიქტატურა

ავტორიტარული რეჟიმი, რომელიც მმართველის ან მმართველთა პირადი ინტერესების საზღვრებიდან გადის და მთლიანად საზოგადოებასთან არის დაკავშირებული: ნაციონალური კონსოლიდაციის პროექტი, მორალური ან სოციალური გადარჩენის გეგმა, განვითარების ან მოდერნიზაციის პროცესი. სუფთა სახით დიქტატურა თავს ასეთად მიიჩნევს და აღიარებს, რომ ის გარდამავალი ფორმაა. ხშირად განასხვავებენ კონსერვატულ და რეფორმატორულ დიქტატურებს. განსხვავება ზოგჯერ ძნელად შესამჩნევია: ფრანკო მრავალი ასპექტით კონსერვატორი იყო, მაგრამ მან ესპანეთი ეკონომიკური განვითარების გზაზე დააყენა. იშვიათი არ არის დესპოტიზმსა და დიქტატურას შორის შუალედური ფორმების არსებობა. ასეთ ფორმებს 1950-60-იან წლებში და მოგვიანებითაც ადგილი ჰქონდა ლათინურ ამერიკაში „კონვულსიური იმობილიზმის“ პერიოდში (ფრანსუა ბურიკო). ეს იყო დიქტატურების მთელი წყება, რომლებიც მიწათმფლობელთა მხრიდან პოლიტიკური ზეწოლისა და ასევე პოლიტიკური რეპრესიების სისხლიანი თავნებობების გამო ხშირად დესპოტიზმისკენ იხრებოდა.
Source: სოლიდარობა №11–12(20–21),– [რედაქტორი: ნინო ცინცაძე დიზაინი: ბესიკ დანელია ფოტო: ლევან ხერხეულიძე მარიკა ასათიანი რედკოლეგია: სოზარ სუბარი ბექა მინდიაშვილი თამარ შამილი სერგო რატიანი],– ჟურნალი მოამზადებულია სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის მიერ,იბეჭდება გაეროს განვითარების პროგრამის და ნორვეგიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.–2007
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9