1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კოგ კოდ კოი კოკ კოლ კომ კონ კოო კორ კოს კოშ კოჰ

კონსოციატიური მოწყობა

კონსოციატიური რეჟიმის რაობას განსაზღვრავს ის, თუ როგორ მოდელს ირჩევენ გასაერთიანებლად: რომელიმე მხარის კონსტიტუციურად შეზღუდულ უპირატესობას თუ მხარეთა თანასწორ შეფარდებას. ამისდა მიხედვით ნაწილდება თანამდებობები, სახელმწიფო უწყებებში წესდება კვოტები და ხდება საზოგადოებრივი ფონდების განკარგვა. თუ მოცემული პრინციპების გარშემო თანხმობა მყარია, ყველა სოციალური ჯგუფი შედარებით უსაფრთხოდ გრძნობს თავს. ისინი ინარჩუნებენ საკუთარ თვითმყოფადობას და შესაძლოა, საკუთარ კანონებსაც; შინ, საჯაროდ და სახელმწიფო უწყებებშიც მშობლიურ ენაზე საუბრობენ. ცხოვრების ნირიც უცვლელი რჩება. კონსოციატიურ წყობას საძირკველი სწორედ თვითმყოფობის წაშლის შიშმა შეიძლება გამოაცალოს. შემწყნარებლობა კეთილგანწყობაზე მეტად, ინსტიტუციონალურ გარანტიებს ეყრდნობა, რომლის მიზანი სხვისი ბოროტი ნების ზეგავლენისგან დაცვაა. ნებისმიერმა სოციალურმა ან დემოგრაფიულმა ცვლილებამ შეიძლება დაარღვიოს ძალთა თანაფარდობა, საფრთხე შეუქმნას დომინირებისა და თანასწორობის არსებულ სტერეოტიპსა და ურთიერთობის ნორმებს. ამ დროს, ზოგიერთ შემთხვევაში, ინსტიტუციონალური გარანტიები ქრება. შედეგად, გაჩენილი დაუცველობის განცდა შეუძლებელს ხდის ურთიერთატანას. თუკი იმასთან ვცხოვრობ, ვინც საფრთხეს მიქმნის, მე ტოლერანტული ვეღარ ვიქნები. ასე ჩნდება შიში, რომ კონსოციატიური წყობა ჩვეულებრივ ნაციონალურ სახელმწიფოდ გარდაიქმნება, უმცირესობისა და უმრავლესობის დისპოზიციით. უმრავლესობა ყოფილი მოკავშირეების სახით, უმცირესობას უბრალოდ აიტანს, ხოლო უმცირესობის ტოლერანტულობა აღარავის დაჭირდება. კონსოციატიური მოწყობის საბედისწერო ფინალის ნიმუშია ლიბანი, რომელმაც სწორედ ზემოთ აღწერილი გზა გაიარა. ნაციონალურ-რელიგიურმა ვნებებმა, ერთმანეთის მიმართ განუყრელმა შიშმა და უნდობლობამ ქვეყნის გარდაქმნის პროცესი ხანგრძლივი სამოქალაქო ომით დაასამარა.
Source: სოლიდარობა №11–12(20–21),– [რედაქტორი: ნინო ცინცაძე დიზაინი: ბესიკ დანელია ფოტო: ლევან ხერხეულიძე მარიკა ასათიანი რედკოლეგია: სოზარ სუბარი ბექა მინდიაშვილი თამარ შამილი სერგო რატიანი],– ჟურნალი მოამზადებულია სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის მიერ,იბეჭდება გაეროს განვითარების პროგრამის და ნორვეგიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.–2007
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9