1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მა მგ მდ მე მთ მი მკ მმ მნ მო მრ მს მტ მუ მყ მშ მც მძ მწ მხ
მუდ მულ მუნ მურ მუს მუტ მუქ მუღ მუშ მუჰ

მუჰამადი (მუჰამედი)

მუჰამადი 570-632 წლებში ცხოვრობდა. იგი ქალაქ მექაში, ღარიბი ვაჭრის აბდალაჰის ოჯახში დაიბადა; ადრე დაობლდა და მისი აღზრდა ბიძამ აბუ ტალიბმა იკისრა; ბავშვობა მოჯამაგირეობაში გაატარა. იყო მწყემსი, შემდეგ - ქარავნის გამყოლი (აქლემთა გამრეკავი), მერე მდიდარი ქალი ხადიჯა (ჰადიჯა) შეირთო და ვაჭარი გახდა. ხადიჯა ვაჭრის შვილი იყო და, ორი ქმრის გარდაცვალების შემდეგ, თავადაც ვაჭრობას მიჰყო ხელი. მუჰამადი, როდესაც დაქორწინდა, ოცდახუთი წლის იყო; შეეძინა შვილები, მაგრამ ვაჟები ჩვილობის ასაკში დაიხოცნენ და ოჯახს ოთხი ქალიშვილი შერჩა. მექა და მისი შემოგარენი დიდ რელიგიურ ცენტრს წარმოადგენდა. წარმართი არაბების გვერდით ებრაელები და ქრისტიანები ცხოვრობდნენ. უფრო მეტად იქ იმ აღმსარებლობის ქრისტიანები იყვნენ, რომლებსაც ბიზანტიაში ერეტიკოსებად (მწვალებლებად) იცნობდნენ და რომლებსაც ხელისუფლება სამშობლოდან აძევებდა. მექაში ყველას თავისი სალოცავი ჰქონდა. იქ, როგორც იტყვიან, რელიგიური პლურალიზმი (მრავალფეროვნება) სუფევდა. მექაში ყურადღებას, პირველ რიგში, ტაძარი ქააბა იპყრობდა. იქ ესვენა შავი ქვა, რომელიც, გადმოცემის მიხედვით, ალაჰმა (ღმერთმა) ადამს სამოთხიდან გამოძევების შემდეგ წყალობის ნიშნად გარდამოუვლინა. ადამის შვილმა შისმა (სეთიმ) მისთვის ტაძარი ქააბა (არაბ. „კუბი“) ააგო. წარღვნის დროს ეს ტაძარი ზეცაში იქნა ატანილი, შემდეგ კი დაინგრა და „ალაჰის მეგობრებმა“ - იბრაჰიმმა (აბრაამმა) და ისმაილმა განაახლეს. ამის შემდეგ დიდი პილიგრიმობა დაიწყო - სხვადასხვა რელიგიის აღმსარებლები მექაში ქააბას მოსალოცად ჩადიოდნენ.მუჰამადი ქააბას მომლოცველთა გვერდით იდგა, მაგრამ მას ებრაელთა სინაგოგებში და ქრისტიანთა ეკლესია-მონასტრებშიც ნახავდით. იგი ხშირად უდაბნოში ბერონაზვნების მსგავსად განმარტოვდებოდა და გონებას ზეცად აღაპყრობდა. 610 თუ 612 წელს, როდესაც მუჰამადი ორმოცი წლის იყო, მას ანგელოზი გაბრიელი (არაბ. ჯიბაილი) გამოეცხადა და სულის მარგებელი სიბრძნე აუწყა. პირველ გამოცხადებას მეორე მოყვა და ა.შ. თითოეული სიტყვა, ე.ი. გამოცხადება, მთავრდებოდა მოწოდებით: „მოჰყევ!“ ანუ: სხვასაც უამბე, რაც მოისმინე! მუჰამადი ღვთის ნებას დაჰყვა და ამიერიდან იგი ერთი ღმერთის - ალაჰის - მოციქული გახდა.
Source: სოლიდარობა №11–12(20–21),– [რედაქტორი: ნინო ცინცაძე დიზაინი: ბესიკ დანელია ფოტო: ლევან ხერხეულიძე მარიკა ასათიანი რედკოლეგია: სოზარ სუბარი ბექა მინდიაშვილი თამარ შამილი სერგო რატიანი],– ჟურნალი მოამზადებულია სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის მიერ,იბეჭდება გაეროს განვითარების პროგრამის და ნორვეგიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.–2007
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9