1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ნ. ნა ნე ნი ნო ნუ
ნაა ნაგ ნად ნავ ნათ ნაკ ნამ ნარ ნატ ნაფ ნაც ნაწ ნახ

ნაციონალური სახელმწიფო

ერთი დომინანტური ჯგუფის მიერ თავისი ისტორიისა და კულტურის შესაბამისად საზოგადოებრივი ცხოვრების ორგანიზებას გულისხმობს. ეს საჯარო განათლების ხასიათსა და სიმბოლიკაზე, სახელმწიფოს მიერ შემოღებულ უქმეებსა და დღესასწაულებზე აისახება. კონკრეტული ისტორიისა და კულტურის მიმართ ნაციონალური სახელმწიფო ნეიტრალური არ არის; მისი პოლიტიკური აპარატი ნაციის ჩამოყალიბების მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს. ნაციონალური ჯგუფები სწორედ ამ თვითმდგენ მექანიზმებზე კონტროლის დასაწესებლად ისწრაფვიან სახელმწიფოებრიობისკენ. ამასთანავე ზოგჯერ ჯგუფის ცალკეულ ლიდერს უფრო მეტის მიღწევის სურვილი ამოძრავებს; ასეთ შემთხვევაში მისი ამბიცია მიზნების მთელ სპექტრს შლის: პოლიტიკურ ექსპანსიასა და ბატონობას, ეკონომიკურ ზრდასა და ქვეყნის აყვავებას. ამის მიუხედავად ნაციონალური სახელმწიფო შეიძლება ტოლერანტული იყოს უმცირესობის მიმართ, ისე როგორც ეს ლიბერალური დემოკრატიის ქვეყნებისთვისაა დამახასიათებელი. შემწყნარებლობა აქ სხვადასხვა ფორმას იძენს, თუმცა იშვიათად მიდის უმცირესობებისთვის ფართო ავტონომიის მინიჭებამდე. განსაკუთრებით რთულია რეგიონალური ავტონომიის განხორციელება, რადგან ამ შემთხვევაში ქვეყნის უმრავლესობა რეგიონში უმცირესობის ძალაუფლების ქვეშ ექცევა. ხშირი არ არის კორპორატიული მოწყობაც. ნაციონალური სახელმწიფო თავად ერთგვარი კორპორაციაა და ამ სტატუსით ის საკუთარ სოციალურ არეალში მონოპოლიის პრეტენზიას აცხადებს.
Source: სოლიდარობა №11–12(20–21),– [რედაქტორი: ნინო ცინცაძე დიზაინი: ბესიკ დანელია ფოტო: ლევან ხერხეულიძე მარიკა ასათიანი რედკოლეგია: სოზარ სუბარი ბექა მინდიაშვილი თამარ შამილი სერგო რატიანი],– ჟურნალი მოამზადებულია სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის მიერ,იბეჭდება გაეროს განვითარების პროგრამის და ნორვეგიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.–2007
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9