1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

შა შე შვ შთ ში შლ შნ შო შრ შტ შუ
შებ შეგ შედ შეე შეზ შეთ შეი შეკ შელ შემ შენ შერ შეს შეტ შეუ შეფ შეღ შეშ შეც შეწ შეხ

შეკრებებისა და მანიფესტაციების თავისუფლება

ე.წ. საკომუნიკაციო უფლებაა და კონსტიტუციის 26-ე მუხლით აღიარებულ გაერთიანებების ძირითად უფლებასთან ერთად იცავს მოქალაქის თავისუფალ განვითარებას საზოგადოებაში. გაბატონებული სამართლებრივი შეხედულების თანახმად, ეს ძირითადი უფლება საფუძველს იღებს ბუნებითი სამართლიდან და წარმოადგენს პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ნიშანს. იგი უზრუნველყოფს ადამიანის უფლებას, შეხვდეს და ურთიერთობა ჰქონდეს სხვა ადამიანებთან. გარდა ამისა, შეკრებებისა და მანიფესტაციების ძირითადი უფლება უზრუნველყოფს ადამიანთა თავისუფლებას, რომლის მიხედვითაც, ძირითადი უფლებები, რომლებიც ყოველ ინდივიდს ცალ-ცალკე აქვს, ამ ინდივიდებმა ერთად გამოიყენონ. აქ შეიძლება დავასახელოთ აზრისა და ინფორმაციის, აგრეთვე რწმენისა და სინდისის თავისუფლებები. შეკრებების თავისუფლებაში იგულისხმება შეკრებები როგორც ჭერქვეშ, ისე „გარეთ“, ანუ „ღია ცისქვეშ“. ასეთი შეკრება გულისხმობს შეკრებას, რომელიც იმართება ისეთ ადგილზე, სადაც სხვა ადამიანებს უშუალო კონტაქტი აქვთ შეკრებაში მონაწილე ადამიანებთან, ანუ შეკრების ადგილი არ არის შემოსაზღვრული რაიმე ნაგებობით (ღობით, კედლებით და ა.შ.; მაგალითად, შიდა ეზო ან სახურავის არმქონე სპორტული ნაგებობა - სტადიონი). შეკრება შეიძლება წინასწარ იყოს მომზადებული და ორგანიზებული, თუმცა შესაძლოა იგი სპონტანურად წარმოიშვას რაიმე მოვლენის გამო. ორივე სახის შეკრება დაცულია შეკრებების ძირითადი უფლებით. აქ უნდა გავითვალისწინოთ მხოლოდ ის, რომ შეკრებების ძირითადი უფლებით არ არის დაცული ადამიანთა მოულოდნელი შეჯგუფება რაიმე ფაქტთან დაკავშირებით, მაგალითად, ავტოავარიის სანახავად ან ქუჩაში სროლის შედეგად მოკლული პირის გვამთან. ასეთი შეჯგუფება უნდა განვასხვავოთ სპონტანური შეკრებისაგან, რომლის, ისევე როგორც წინასწარ ორგანიზებული შეკრების, ძირითადი მახასიათებელი ნიშანია ერთობლივი, საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი მიზნის საფუძველზე ადამიანთა წინასწარი შეთანხმება და შეხვედრა და არა მათი უბრალო თავშეყრა თუ ერთმანეთის გვერდით დგომა.
Source: სოლიდარობა №11–12(20–21),– [რედაქტორი: ნინო ცინცაძე დიზაინი: ბესიკ დანელია ფოტო: ლევან ხერხეულიძე მარიკა ასათიანი რედკოლეგია: სოზარ სუბარი ბექა მინდიაშვილი თამარ შამილი სერგო რატიანი],– ჟურნალი მოამზადებულია სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის მიერ,იბეჭდება გაეროს განვითარების პროგრამის და ნორვეგიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.–2007
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9