ჰანნა არენდტის მიხედვით, მისი მეშვეობით მხოლოდ III რაიხის ბოლო პერიოდი და სტალინური რუსეთი შეიძლება იყოს დახასიათებული. მაგრამ ე. კარრის განსაზღვრება ტოტალიტარიზმს სამყაროსავით უხსოვარდროინდელ გამოცდილებად აქცევს. ჰანნა არენდტი „ტოტალიტარიზმის წარმომავლობაში“ მას უპრეცედენტო მოვლენის ინტერპრეტაციას აძლევს, რომელიც ძირითადად იდეოლოგიითა და ტერორით არის გაპირობებული. აქ ყურადღების ცენტრში საკონცენტრაციო ბანაკები, სასამართლო პროცესები, წმენდები, საზოგადოების მიმართ წრეგადასული ძალადობა ექცევა. შესაბამისად, ტოტალიტარიზმი და ტერორი ხელიხელჩავლებულნი მოდიან და ჰანნა არენდტმაც მოგვიანებით დაასკვნა, რომ შეუძლებელია პოსტსტალინური საბჭოეთი ან მაოს ჩინეთი აღიწეროს ცნებით – „ტოტალიტარული“.
Source: სოლიდარობა №11–12(20–21), – [რედაქტორი: ნინო ცინცაძე დიზაინი: ბესიკ დანელია ფოტო: ლევან ხერხეულიძე მარიკა ასათიანი რედკოლეგია: სოზარ სუბარი ბექა მინდიაშვილი თამარ შამილი სერგო რატიანი], – ჟურნალი მოამზადებულია სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის მიერ,იბეჭდება გაეროს განვითარების პროგრამის და ნორვეგიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.– 2007