1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

აა აბ აგ ად ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ აც აჭ ახ აჰ
აქტ აქც

აქტიური და პასიური საარჩევნო უფლება

საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლის შესაბამისად, არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ყოველ მოქალაქეს 18 წლის ასაკიდან. აღნიშნული უფლება გულისხმობს პირის შესაძლებლობას ხმა მისცეს (აირჩიოს) მისთვის სასურველი საარჩევნო სუბიექტი. ამ უფლებას აქტიური საარჩევნო უფლება ჰქვია. ამ უფლებით ვერ სარგებლობენ პირები, რომლებიც სასამართლოს გადაწყვეტილებით ქმედუუნაროდ არიან ცნობილნი ან სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით სასჯელს იხდიან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. პასიური საარჩევნო უფლება, უკავშირდება საქართველოს მოქალაქის შესაძლებლობას არჩეული იქნას ამა თუ იმ არჩევით თანამდებობაზე. აღნიშნული უფლების წარმოსაშობად დადგენილია სხვადასხვა ასაკი და მოთხოვნები. საქართველოს პარლამენტის წევრად არჩევისათვის აუცილებელია არჩევნების ჩატარების დღისთვის საქართველოს მოქალაქეს შესრულებული ქონდეს 25 წელი, პრეზიდენტის არჩევნებისათვის – 35 წელი და ა.შ.
Source: სოლიდარობა №1(22),– [რედაქტორი: ნინო ცინცაძე დიზაინი: ბესიკ დანელია ფოტო: ლევან ხერხეულიძე მარიკა ასათიანი რედკოლეგია: სოზარ სუბარი ბექა მინდიაშვილი თამარ შამილი სერგო რატიანი],– ჟურნალი მოამზადებულია სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის მიერ,იბეჭდება გაეროს განვითარების პროგრამის და ნორვეგიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.–2008
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9